ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
24 ოქტომბერი, 2024


Анна Ахматова - Потускнел на небе синий лак

ანა ახმატოვა - ცაზე გაფერმკრთალდა ლილისფერი ლაქი

ცაზე გაფერმკრთალდა ლილისფერი ლაქი,
ოკარინას ჰანგი ისმის უფრო ცხადად,
თიხისაგან ქმნილი სალამური სადა,
ასე გულსაკლავად რატომ ჩივის, მარქვი.

ჩემს  უამრავ ცოდვას როგორ ააკვნესებს,
ვინ უამბო, ანდა, რად შემინდობს ცოდვილს,
ეგებ მიმეორებს შენგან ჩემთვის მოძღვნილ
მარად დაუვიწყარ უკანასკნელ ლექსებს?

24 ოქტომბერი, 2024 წ.


Анна Ахматова - Потускнел на небе синий лак

Потускнел на небе синий лак,
И слышнее песня окарины.
Это только дудочка из глины,
Не на что ей жаловаться так.

Кто ей рассказал мои грехи,
И зачем она меня прощает?..
Или этот голос повторяет
Мне твои последние стихи?

1912 г.


https://www.youtube.com/watch?v=sDQi7vfXbU8&t=67s

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები