 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 31 ოქტომბერი, 2024 |
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნინო დარბაისელი
უხვი მეგობარი - ჭკვიანს არ ნიშნავს
მე ვარ ამერიკის მოქალაქე მხოლოდ და მხოლოდ, რაც იმის დასტურია, რომ მე არა ვარ და ვერც ვიქნები ამომრჩეველი საქართველოში. შესაბამისად, ვერც ნაცი ვიქნები, ვერც ქოცი. როგორც ეთნიკურად ქართველი კი ქართული კულტურის გულშემატკივრად და მსახურად ვრჩები და დავრჩები, როგორც შემიძლია. მეგობრებო, თქვენ კი გეხსომებათ, რომ ამსიშორიდან არასოდეს გავჩუმებულვარ. არ მგონია, დღევანდელ ოპოზიციონერებში ისეთები ბევრნი იყვნენ, ვისაც წლების მანძილზე, სხვადასხვა ფორმით, ჩემსავით ჰყავს ნაკრიტიკები დღევანდელი ხელისუფლება. მეტსაც გეტყვით: იმ დროს, როცა მე მას ვაკრიტიკებდი, დღევანდელი ოპოზიციის რაღაც, მნიშვნელოვანი ნაწილი - გულამოვარდნილი დარბოდა კაბინეტიდან კაბინეტში, რათა ახალ მთავრობაში მფარველები ეპოვა, ან თავად წარმოადგენდა იმ ახალ მთავრობას. ამასობაში იმდენი ქნეს, იმდენი უსინდისობა ჩაიდინეს, ისე ლანძღეს და დაამცირეს, დააიგნორეს საქართველოს სრულიად ნეიტრალური ხალხი, რომ არსებული ხელისუფლების მხარდამჭერად აქციეს. გარკვევით მინდა განვაცხადო, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ცუდი, მაგრამ მისი შეცვლა - უარესით არა და არ მიმაჩნია სწორად. რუსეთი იქნება თუ ევროკავშირი, არცერთ მათგანს არ სჭირდება საქართველო წინა ეზოდ. ორსავე შემთხვევაში უკანაეზოობაა - ჩვენი ხვედრი. თორემ პარიზში და რომში სეირნობა, თანაც ვინმე გულკეთილის ფულით რომ ჩელიაბინსკში სიარულზე უკეთესია, ამას რად უნდა გამოსაცნობად დიდი ბრძნობა. მე ვფიქრობ, რომ ტრენინგებზე როცა დარბოდნენ და უანალიზოდ ისრუტავდნენ უცხოელი გულუხვი მეგობრების ინსტრუქციებს ოპოზიციური ნაწილის წარმომადგენლები, მათ ვერ დაუშვეს, რომ იმ მეგობრების ხედვა, რიტორიკა, მეთოდიკა - შესაძლოა, შესანიშნავადაც კი მუშაობდა, აპრობირებული იყო მათსავე გარემოში, მაგრამ ისეთი სპეციფიკური ერის პირობებში, როგორიც საქართველოა, აგერაც ჩანს თვალნათლივ, რომ არათავსებადი აღმოჩნდა. თვალნათლივია ისიც, რომ აგრესიის, ბულინგის ის დოზა, მოქმედების/ მოქმედებათა დინამიკა და ტემპი, რაც მათს დემოკრატიულ გარემოში მომგებიანადაც მუშაობს და სხვა რამეებიც - არ იყო ეს ყველაფერი მეთოდიკურად, ჯეროვნად დამუშავებული, ჩვენი ერის სპეციფიკის გათვალისწინებით. უცხოელი მეგობარი, რაც გინდა უხვი და ალერსიანი იყოს შენ მიმართ, მაინცა და მაინც ჭკვიანს არ ნიშნავს! ისევე, როგორც შინაური უხვი მეგობარი! როგორც იტყვიან, ერთმანეთად ღირან, საქართველომ რა დააშავა, თორემ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა, მუხა! ახლა ვფიქრობ, რომ აუცილებლად გადარჩება საქართველო. უარესიც გამოუვლია. მე აქედან რა შემიძლია. სულ ვლოცულობ საქართველოზე, მთელს ერზე. ადრე რაღაც ეგეთი ვთქვი და ძალიან უბრალო ადამიანმა ძალიან ბრძნულად შემისწორა, ლოცვაზე მეორედ აღარ თქვა, მეტი რაღა შემიძლიაო. მხურვალე ლოცვა ღმერთთან ლაპარაკია და ამასთან შედარებით ყველაფერი - არაფერიაო.
მადლობა, მუხა! ახლა ვფიქრობ, რომ აუცილებლად გადარჩება საქართველო. უარესიც გამოუვლია. მე აქედან რა შემიძლია. სულ ვლოცულობ საქართველოზე, მთელს ერზე. ადრე რაღაც ეგეთი ვთქვი და ძალიან უბრალო ადამიანმა ძალიან ბრძნულად შემისწორა, ლოცვაზე მეორედ აღარ თქვა, მეტი რაღა შემიძლიაო. მხურვალე ლოცვა ღმერთთან ლაპარაკია და ამასთან შედარებით ყველაფერი - არაფერიაო.
3. სტრიქონი გამომექცა 1. შეცდომით დაიწერა. სტრიქონი გამომექცა 1. შეცდომით დაიწერა.
1. საქართველო გაბრწყინდება ! მსოფლიოში საქართველოზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს და არც ქართველებზე უკეთესი არავინაა.
1 საქართველო გაბრწყინდება ! მსოფლიოში საქართველოზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს და არც ქართველებზე უკეთესი არავინაა.
1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|