ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
1 ნოემბერი, 2024


"ბრძენი" გოგო


ჩვენმა ძროხამ ხბო მოიგო
შავი და შუბლხატულა,
ვერაფრით ვერ მოიფიქრა
რა დაარქვას, ხათუნამ.
-ნიშა მართლაც მოუხდება,
მაგრამ არის ფურიო,
ნიშო? ნიშო რომ დავარქვა,
ხომ არ არი რთულიო? -
ეკითხება ბებიკონას
გოგო, დაფიქრებითა,
ჭინკასავით იყურება
ჩამოყრილი თმებიდან.
-ერთი ასო რაღას შეცვლის
ცელქო  გოგონიაო?
-მიშო - მაშო, ტატო - კატო,
ბიჭს და გოგოს ჰქვიაო.
ერთმა ასომ ხომ შეცვალა
ვაჟის, ქალის სახელი?
- შენისთანა ბრძენი გოგოს,
სულ არა ვარ მნახველი. –
გაიკვირვა ბებომ, ხათოს
ეამბორა შუბლზეო
და ორივემ ის ხბო, ნიშო
გადიყვანეს ზღურბლზეო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები