ნინო დარბაისელი
სბირები*
ჩეზარე, ჩეზარე, ჩეზარე ბორჯია, შენი საწამლავი - მეფობის ბურჯია და მტერი ნაჩხვლეტი მაგ შხამით - ლურჯია, თუ შენი ურჩია? თქვეს, მაკიაველმაც - ბევრი რამ ურჩია.
სბირები, სბირები - შენი მსახურები, განა უბირები, რბიან ოქროულით გადანაბირები - ყველგან დაგიდიან გაწვრთნილი პირები, მადაგახსნილები უხვი დაპირებით, შხამის ნემსს უჩხვლეტენ, სიკვდილს აპარებენ ღიმილგადაკრული ტუჩის ნაპირები, არაფრად სჭირდებათ დაშნა-რაპირები, და კლავენენ, ჩეზარე, ვისაც მოისურვებ კონდოტიერები - შენი ვამპირები!
როცა სიფილისი მთელს სხეულს მოედო, სახეზე იფერე ნიღაბი, ჩეზარე, იყავი მკვნესარე, შენ, პაპის მეზარევ, სუყველა შეზარე ჩეზარე, ჩეზარე!
და შემოგცქეროდა რარიგ აღტაცებით თვით მაკიაველი, ნიკოლო, რჩეული! შხამიან ვაშლს თლიდი, სტუმარს გაუყოფდი, და დუჟმომდინარე ძირს ეგდო ეული, შენ კი - არ კვდებოდი საწამლავს ჩვეული - - მაკიაველისა გვიამბობს რვეული.
რა გინდა, ჩეზარე, რას გადამეკიდე?! ეგ მინდა მე კიდე? ჩემს სიზმრებს შეეშვი, ცხოვრებამ დამარჭო შენ გარეშე ეშვი, მეც მიჩხვლეტ? რად მინდა ეგ საწამლავები, ჩემივე მყოფნიან მტრები და ავები. რა შარში გავები, ჩეზარე, ჩეზარე, ვიღვიძებ, ვცახცაცხებ, ბნელია ეს არე, როგორ შემზარე და როგორ შემეზარე, გული მჩხვლეტს, ჩეზარე, ვგრძნობ, თითქოს რაღაცა დამთავრდა, მორჩა, ბორჯია, ბორჯია, ბორჯია, ბორჯა, სხვა ნახე მეზარე, ჩეზარე, ჩეზარე!
- - - *სბირები - პაპის ‘’საიდუმლო პოლიციის’ თანამშრომლები, გაწვრთნილი ჩეზარე ბორჯიას მიერ, რომ გავლით, შხამიანი ნემსის ოდნავი ჩხვლეტით მოეკლათ ადამიანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა, მუხა საყვარელო. ძალიან მამხნევებს შენი სიტყვები.
ეს კომენტარი ამ ლექსთან დავტოვე ფეისბუქზე და ვიმედოვნებ, აქაურებისთვისაც საინტერესოა. თავისებურად ხსნის ერთ- ერთ მთავარ მოტივს წინამდებარე ლექსის შექმნისა:
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
“დაველოდოთ გამოძიების შედეგებს”
მეთხუთმეტე- მეთექვსმეტე საუკუნის იტალიაში ადამიანების შხამებით მოკვდინების მეთოდიკა ისე იყო დახვეწილი, იმდენნაირი საშუალება არსებობდა, თუნდაც ჩეზარე ბორჯიას წყალობით, გამიკვირდება ხოლმე, უმალ შეთქმულების თეორიის აპოლოგეტად თუ მიიჩნევენ ვინმეს, ვინც ცნობადი, გავლენიანი, ჯანმრთელობის მხრივ - უპრობლემო რომელიმე პირის უეცარ გარდაცვალებას სწორედ ხელის ჩამორთმევით, ოდნავი შეხებით და აშ. მოწამვლას დაუკავშირებს. როგორ გაჩნდა თეორია ,,შეთქმულებათა თეორიის” შესახებ? საბოლოოდ ხომ არაერთხელ გაირკვა, რომ ცალკეული მისი ნიმუშები რეალობასთან ძალზე ახლო აღმოჩნდა? მე ვიზიარებ აზრს, რომ ეს თეორია “შეთქმულებათა თეორიის” შესახებ - საზოგადოებრივი აზრის მართვით დაკავებული სწორედ იმ საგამომძიებლო ორგანოების მიერ შექმნილი და მხარდაჭერილია, რომელნიც მიზანმიმართულნი არიან, საზოგადოებაში გაავრცელონ, განამტკიცონ, დანერგონ ის ერთადერთი ახსნა, აზრი, დასკვნა, რომელიც მათ შეიმუშავეს, ხოლო სხვა ყველაფერი - მცდარად ანუ “შეთქმულებათა თეორიის “ნიმუშად გამოცხადდეს.. თუ ამ ჩემს აზრს გავიზიარებთ, მას ის საშიშროება, ის აუცილებლად ნეგატიური შედეგი მოჰყვება, რომ გამოიწვევს დაუსაბუთებელ, მხოლოდ ვარაუდებზე და არა ფაქტებზე დაყრდნობილ აზრთა სიმრავლეს, რაც თავის მხრივ, უმართავად ღიას გახდის ამა თუ იმ პრობლემის შესახებ საზოგადოებრივ აზრს. მე მაგალითად, ვთვლი, რომ ბადრი პატარკაციშვილი - მოკლულია. რას ვენდობი?! - ლოგიკას! რით დავამტკიცებ?! - ვერაფრით! თვალითაც არასოდეს მინახავს ის ადამიანი. ეკრანიდან ვიცი. ჩიხია! ერთში კი მრავალგზის დავრწმუნდი. რამე როცა მოხდება, საზოგადოების დასაშოშმინებლად აქტიურად გამოიყენება კლიშე-ფრაზა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სამართავად, დროითი თამაშებისთვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის: “დაველოდოთ გამოძიების შედეგებს!”
მადლობა, მუხა საყვარელო. ძალიან მამხნევებს შენი სიტყვები.

2. რა სასწაული ხარ , ჩემო ნიჭიერო , ამ პატარა გულში , როგორ გეტევა ამდენი ადამიანის სიყვარული, არავის ტოვებ უყურადღებოდ. მომწონს ასეთი მძაფრი სიუჟეტის ლექსები.მე რიგითი მკითხველი ვარ ,არა კრიტიკოსი, ამიტომ ყოველთვის სუბიექტური ვარ თქვენი უზადი საინტერესო შემოქმედების მიმართ. გმადლობ რა სასწაული ხარ , ჩემო ნიჭიერო , ამ პატარა გულში , როგორ გეტევა ამდენი ადამიანის სიყვარული, არავის ტოვებ უყურადღებოდ. მომწონს ასეთი მძაფრი სიუჟეტის ლექსები.მე რიგითი მკითხველი ვარ ,არა კრიტიკოსი, ამიტომ ყოველთვის სუბიექტური ვარ თქვენი უზადი საინტერესო შემოქმედების მიმართ. გმადლობ
1. მუხა საყვარელო! ეს ლექსი შენთვის დავდე. საშინელი შინაარსი კი აქვს, მაგრამ ჩემი საყვარელი ნიკოლო მაკიაველი სულ მასზე წერს აღტაცებით. დარწმუნებული იყო, ჩეზარეს მთელი იტალიის გაერთიანება შეეძლო. 31 წლისა გარდაიცვალა, როგორც მახსოვს სიფილისით, ყოველ შემთხვევაში, ისეთ, ბოლო სტადიაში ჰქონდა გადასული, რომ დამახასიათებელი გამონაყრის გამო, თავის დროზე ულამაზესი კაცი, ბოლოს სახეზე ნიღბით დადიოდა. მაკიაველის ,, მთავარი,” ,, ბატონი”, მეუფე” , თუ როგორც გინდა, ისე მოიხსენიე, თითქმის სულ ჩეზარეზეა. აი, მე რას გადამეკიდა, ჩემს სიზმრებში რა უნდა, აზრზე არა ვარ! მუხა საყვარელო! ეს ლექსი შენთვის დავდე. საშინელი შინაარსი კი აქვს, მაგრამ ჩემი საყვარელი ნიკოლო მაკიაველი სულ მასზე წერს აღტაცებით. დარწმუნებული იყო, ჩეზარეს მთელი იტალიის გაერთიანება შეეძლო. 31 წლისა გარდაიცვალა, როგორც მახსოვს სიფილისით, ყოველ შემთხვევაში, ისეთ, ბოლო სტადიაში ჰქონდა გადასული, რომ დამახასიათებელი გამონაყრის გამო, თავის დროზე ულამაზესი კაცი, ბოლოს სახეზე ნიღბით დადიოდა. მაკიაველის ,, მთავარი,” ,, ბატონი”, მეუფე” , თუ როგორც გინდა, ისე მოიხსენიე, თითქმის სულ ჩეზარეზეა. აი, მე რას გადამეკიდა, ჩემს სიზმრებში რა უნდა, აზრზე არა ვარ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|