ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
18 ნოემბერი, 2024


ღია საიდუმლო ანუ არჩევანი გაიყიდა?

  ჩვენი დანაშაული ჩვენი სიმართლეა ,სიმართლე აღსასრულის და დასაწყისის შესახებ,თუმცა კი რაღაც 2020 შიც დამთავრდა და საწყისის საფუძვლები მაშინაც ჩაიყარა.სიმართლის პირმშო, რომელსაც არჩევანი დაარქვეს დიდი ხანია იყიდება,საქმე იმაში მდგომარეობს ახლა ვის აწყობს მანიპულაციების კასკადის აწყობა  არ არსებული სამართლებრივი პროცესების ანარეკლად.ჩვენ ისევ გაგვყიდეს,ისე როგორც ადამიანი გაყიდა ეშმაკმა ერთ კბეჩა ვაშლზე და ისე როგორც ადამიანმა გაყიდა ღმერთი ერთი კბეჩა ვაშლით,მაგრავ დღეს საქმე ბიბლიურად როდი მიდის,ჩვენი მოხუცი სულითმებრძოლებიც კი ულოცავენ მთავრობას სახელოვან გამარჯვებას და ეს დანაშაული როდია,მათ მართლაც რომ მოიგეს,კანონითაც და კანონ გარეთაც.არსებული რეალობიდან სადაც უშვერად სამკობელი სიტყვები პატრიარქის მიმართაც კი არ დაიშურეს ლგბტ თემის დიდგულმა მცველებმა ცოტა არ იყოს ჩიხში შეიყვანა არსებული არჩევანის თავისუფლება და ქართველი კიდევ ერთხელ დადგა ორ ტყუილს შორის.ტყუილმა გაანადგურა ადამიც და ევაც,ამჯერად ტყული მსოფლიოს ანადგურებს და როცა მე პირადად პატრიარქის მილოცვა მოვისმინე არსებული ცხელი პროტოკოლისგან გამომდინარე ტაშის დაკვრის მეტი არაფერი გამიფიქრია,იმედია დაგვლოცა ხალხიც,მხოლოდ მთავრობა ვერაფერს გახდება იმ რეალობასთან რასაც მართვა ქვია და ბრძოლა.აქ ძირითადი სახეები ერთი მხრიდან ავტორიტარიზმი და მეორემხრივ ლიბერალიზმია, რომლებიც თავსით შეინიღბნენ ფსევდო ფასეულობებით ,რადგან დამაჯერებელი იდეა რომელიც ამ პატარა ქვეყანას მოაქცევს, ვერ მოიძებნა.პატარას რატომ ალბათ იკითხავთ,სად გაქრაო ჩვენი ოცი პროცენტი ტერიტორიებისო,ან ხალხი სად გაიკრიფა, ასიათასობით რომ გავეფინეთო სხვა ქვეყნებშიო.პასუხების როდი ესმის ჩვენს ხალხს,მხოლოდ შეკითხვები და ჩაკითხვები,ძალით და ძალდატანებით დაიჩაგრა ჩვენი ერი და პასუხად ხალხიც კი ვერ აპროტესტებს რადგან ოპოზიცია აწ განსვენებული ქართველი გმირების დაღუპვაშია მხილებული.გმირია ყველა ვინც მათ შეეწირა,ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვითხრეს ,თუმცა იმის შეგრძნება რომ რატომღაც ახლი გმირები არ ჩანან გმირებად მაინც გვრჩება.რამ განასხვავა ეს ორი დიდი გაერთიანება ერთმანეთისგან?პასუხი კი ერთია მხოლოდ სახეებმა და მხოლოდ პარტნიორებმა,მაგრამ პარტნიორების სახეს ვერ ვხედავთ და ვერც იმას თუ როგორ გავარჩიოთ ეგრედწოდებული ნაციონალური პარტია ქართული ოცნების პარტიიდან,მე მიჩირს ამათი გარჩევა,მსახურებიც კი ერთი ყავთ საჯარო მოხელეები,პოლიცილები,ბანკირები,მოსამართლეები და ხალხი,ხალხში ალბათ სამას ლარად გაყიდულებს იგულისხმებთ თქვენც და მართლებიც იქნებით,ვინც ჭკუა იხმარა და წასასვლელი ფული იშოვნა ,წავიდა.მთავარი პრობლემა რომელიც ამ არჩევნებმა გამოავლინა ფალსიფიკაცია იყო და არა ის რომ მელანმა გაჟონა და ტექნიკურ გაუმართაობად მონათლული ეს ისტორია უფრო და უფრო დაემსგავსა ფარსს.სამყაროს მშვიდი აღსასრულისთვის რო იდეალური დროა ნასამ უკვე გვამცნო და გამანდგურებელი მეტეორის მოლოდინში ახლა უკვე შეგვიძლია არაბუნებრივი შიშითაც შეგვეშინდეს,რაც როგორც ვერ მხილებულ ძველ მთავრობას ისე ვერ მხილებულ ახალ მთავრობას ძალიან აწყობს.შიში მათი ძირითადი კოზირია იმ სამყაროში სადაც ფულით ყველას ვერ იყიდი.ახლა რა ალბათ მეკითხებით,ახლა რა უნდა მოვიმოქმედოთ ქართველებმა,მე გპასუხობთ საქმის გლობალიზებას უნდა შევეშვათ და ეგზისტენციალური საფრთხის ძიება უნდა დავიწყოთ რომელსაც დღეს პოლიტიკა ვერ გვეტყვის,მისი ნექტარი კინოშია ასევე წიგნებში,არქიტექტურაში,ნახატებში,მუსიკაში და ყველაფერ იმაში რაც ჩვენს ცნობიერს აყალიბებს.ეჰ ცნობიერი ცნობიერი რასაც კი ჩვენ გაგვაჩნია ცნობიერია და მასაც უსარგებლო შიშის მომგვრელი რეალობით გვიცვლიან რომელიც რეალურად მათი საფარია და მეტი არაფერი,ასეა ჩვენი გაღიმება ბედისწერის წინაშე ტკივილით სავსე და სევდიანი.მინდა პოეზიად ვაქციო ეს ყველაფერი და ვაქცევ კიდეც მაგრამ ნეტავ რამდენი გამიგებთ რამდენი გამომხემაურებით ამ ტკივილში რომელსაც სამშობლოს სიყვარული ქვია.ჩვენ ისევ ვიტყვით ამაყად გაუმარჯოს საქართველოს და ეს არიქნება ვალის მოხდა ეს იქნება გულის წადილი და აღმატება იმ სიყვარულისა რომელიც ჩვენ გვასაზრდოებს.ამერიკელი კონგრესმენიც კი ვერ დამაჯერებს რომ სიტყვა ევროპა ნიშნავს ამერიკის სიყვარულს და სიტყვა ამერიკა ნიშნავს ევროპის სიყვარულს,ეს მათი პოლიტიკიდან არ ჩანც და ფულს  ცუდ პარიკმახერსაც აძლევ იმიტომ რომ სანამ არ შეგჭრის ვერ ხვდები ცუდია თუ არა.ასე რომ დარჩით ეროვნულები,მორწმუნეები,ძლიერები და გეშინოდეთ მხოლოდ ღმერთის რისხვის როცა ამ რწმენას სხვა რამეში გაცვლით...

უმსგავსობა ქუჩაში,გაყიდული ქვეყანა,
საყვარელი სიმშვიდე დაირღვევა ტყვიებით,
თუ იესო ამ ავდარს ისევ ისე ეწამა,
დაზვინული სიმინდი შემიკრია სინებით,

ზვინი ჩემი სისხლია, სინა ჩემი ძარღვები,
მავთულცლართი  სინადვე თუ კი ისევ გაყიდეს,
  ამ მასხარებს ფორმებით წელში შეუვარდებით,
  მავთულებით დაბმულებს გმირებს ხელი ჩაჭიდეს,

  სახე მათი ავია და სიავე წარსული,
  ყველას ერქვა მმართველი არ გალობდნენ დელიას,
  შემოვლებულ ოც პროცენტს დაკბილული მავთული,
  მაგრამ იმ ჩვენ მხარეში თუ ქართულად მღერიან,
 
  მაშინ გული არავის,არაფრისთვის არ მისცე,
  პოლიტიკურ სარჩულებს დასდევს ისევ თოვლია,
  თუ მოგსდევდა სპეცრაზმი ან თუ ვერა გაიქცე,
  შენ გგონია საცემრად,მაგრამ ტყვიის ბროლია
 
  შეასკდება ნეკნებს და დაგილეწავს მავთლებს?
  ან აფხაზის პროტესტი ახლა თუა ხვალისა,
  მაშინ რაღაც უყურებ ამ ეშმაკის მსახურებს,
  სევდა მესმის ახალი დაფსებული თვალისა,

  მაგრამ გონი რომ ტირის უხილავი მომავლით,
  და ვერ ჩანან გმირები ერთეულის ტკივილი,
  თუ აგინებთ მამაოს და სიჩუმეს მონაზვნის,
  მაშინ  ახი ყოფილა ეგ საქმე და კივილი,

  ახლა ბევრმა ჩასტვინა,მედიდური წარსულით,
  ან ამ ბავშვებს რას ერჩით წვერი არ აქვთ ლოყაზე,
  ისევ თუ კი დავსერავთ იმ სინით და მავთულით,
  ფეხზე ისევ იდგებით და მოყვებით ხოხვაზე,

  აი მაშინ ვიცინებ ჩემი ბედის აუგებს,
  და თუ ვინმე თავისთან ჩემ მოძღვარსაც წალეკავს,
  აბა ამათ საყდარს და ეკლესიას აუგებთ?
  დასდევთ ყულფში გაყრილებს და ტყუილის დალექვას.

  თ.გუბელიძე




 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები