 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 5 ნოემბერი, 2024 |
#ლექსები ნინო დარბაისელი
იძირებოდა გემი
მიუყვებოდა გემი ტალღებს მაღალს და ხვეულს, გემბანზე ქროდა ქარი და ძლივს ვიჭერდით სხეულს.
ატყდა სიგნალთა ხმები, ყველამ იცვალა გეზი, ჩვენც შეგვეშინდა, ტრიუმს რა სჭირდა ასამრეზი.
შეგვიშვეს, მეზღვაურებს რაღაც სასმელი ედოთ, ერთი გახედეს სივრცეს და დასხდნენ უიმედოდ.
ვსვამდით, ვისკიან ბოთლში რაც ჩარჩენილი იყო, მისატანებლად - ლუკმა რაც იყო, სხვამ გამიყო.
უხმეს მაშველებს, ნავებს, ვფიქრობ, გადარჩა ხალხი, შორით მოსჩანდა ჯერაც ბოსფორის სრუტე- არხი.
წყალში ჩვენს თვალწინ, ნელა იძირებოდა გემი, დიაგონალზე მწოლი, ხილვა წარმოუდგენი!
უქმად გემები იდგნენ, თითქოს მოედოთ კდემა. ალბათ ასეა, როცა გადადებული კვდება.
წყალმა შეიკრა პირი, კარგა გვიანი იყო, ახლა შევნიშნეთ, ჩვენი გემი რომ დაძრულიყო.
ესეც კრუიზი ჩვენი, ესეც ზღვა - ხმელთაშუა! ლხინს ეძებ, გელის ზღვაში, სადმე ხიფათი თუა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. “This is the way the world ends Not with a bang but a whimper.”
https://allpoetry.com/the-hollow-men
“This is the way the world ends Not with a bang but a whimper.”
https://allpoetry.com/the-hollow-men
2. მადლობა მუხა! აქ მინდოდა გადმომეცა, როგორი მშვიდები ხდებიან გარეშემყოფნი, როცა ვინმე განწირულია და შველა - გამორიცხული. უბრალოდ, აკეთებენ, რაც შეუძლიათ და ელიან აღსასრულს. ,, გადადებული - კვდება”. ელიოტს როგორ აქვს ,, ფიტულებში”? ,, ცხოვრება მთავრდება არა გრუხუნით, არამედ - ჩუმი კვნესით” მადლობა მუხა! აქ მინდოდა გადმომეცა, როგორი მშვიდები ხდებიან გარეშემყოფნი, როცა ვინმე განწირულია და შველა - გამორიცხული. უბრალოდ, აკეთებენ, რაც შეუძლიათ და ელიან აღსასრულს. ,, გადადებული - კვდება”. ელიოტს როგორ აქვს ,, ფიტულებში”? ,, ცხოვრება მთავრდება არა გრუხუნით, არამედ - ჩუმი კვნესით”
1. რა კარგი რითმია და აქტუალური თემა დაე , ხიფათს ასცდეს ყველა! რა კარგი რითმია და აქტუალური თემა დაე , ხიფათს ასცდეს ყველა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|