ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
8 ნოემბერი, 2024


Анна Ахматова - Не в лесу мы, довольно аукать

ანა ახმატოვა - ნუ ყვირი, განა ტყეში ბრძანდები!

ნუ ყვირი, განა ტყეში ბრძანდები!
რად გამიმეტებ დასამცირებლად
და არ მოდიხარ იავნანებით
დაჭრილ სინდისის დასამშვიდებლად?

სხვა საზრუნავით ხარ დაზაფრული,
შენ სხვა ცოლი გყავს, გაკრთობს თავსლაფი...
გამშრალ თვალებში აწ გაზაფხული
ჩამაცქერდება პეტრეს ქალაქის.

მძიმე ხველებით, მწუხრის ხურვებით
დამაჯილდოვებს, მიზღავს საკადრისს,
ნევაზე, მბრწყინავ ორთქლქვეშ ცურვებით
ხორგებს წაიღებს მდორე ნაკადი.

8 ნოემბერი, 2024 წ.


Анна Ахматова - Не в лесу мы, довольно аукать

Не в лесу мы, довольно аукать, —
Я насмешек таких не люблю…
Что же ты не приходишь баюкать
Уязвленную совесть мою?

У тебя заботы другие,
У тебя другая жена…
И глядит мне в глаза сухие
Петербургская весна.

Трудным кашлем, вечерним жаром
Наградит по заслугам, убьет.
На Неве под млеющим паром
Начинается ледоход.

1914 г.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები