 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 11 ნოემბერი, 2024 |
ნინო დარბაისელო
ფლორენციული
საბავშვო ბაღი, რაღაც ზეიმი, მთავარი ტექსტი, - მთლად წინა ღამეს - ყელის ტკივილი, ფუჭი მზაობა და უჩემო დღესასწაული!
სკოლა - შეხვედრა მსახიობებთან, მთლად წინა ღამეს - ყელის ტკივილი, ფუჭი მზაობა და უჩემო დღესასწაული!
შეყვარებული. ქალაქგარეთი. მთლად წინა ღამეს - ყელის ტკივილი, ფუჭი მზაობა და უჩემო დღესასწაული.
მეორე დღეა, ნაირნაირი წვიმა მოდის ფლორენციაში.
გიდის ლოდინი. დრო გადის და წადი - უჩემოდ.! აქვე გუმბათი, მიქელანჯელოს კალიათა გალიების მოლანდება ნისლში შორიდან მთლად წინა ღამეს - ყელის ტკივილი, ფუჭი მზაობა და უჩემო დღესასწაული.
როგორ მწყურია, ონკანამდე ისე შორია, ვიცი, არა ვარ ამ მანძილის გადამლახავი და მარტო ვხავი. შენს მოსვლამდე კი არის მთელი მარადისობა!
მარადისობას არასოდეს ორი არ უნდა, მარტოობაა - მისი ველი, მიუწვდომელი.
ფლორენციული მარადისობა: - სიმარტოვეში - გულზე ლახვრის მარადი სობა!
_ - - ფოტოებზე: 1. ხედი ჩვენი სასტუმროს ფანჯრიდან - რომელსაც პირველ დღეს სიცხიანი გავყურებდი - გუმბათი, რომელსაც დატანებული პატარა თაღების გამომიქელანჯელომ კალიების გალიები ( კრიქეთ ქეიჯი” ) დაარქვა. 2. ოცნების ასრულება - მაკიაველის საფლავთან
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა. რა ცუდია, ფოტოებს აქ რომ ვერ ვდებ, რა კარგია, რომ მიქელანჯელოს კალიათა გალიების ფოტოები - ჩემი სასტუმროს ფანჯრიდან, სიცხიანის გადაღებული ფეისზე რომ შეგიძლია ნახო. იმედია, ცოტა ხანში ფლორენციაზე - კიდევ ერთ ლექსს დავდებ, დამუშავებული მაქვს, დაწყნარებულზე საბოლოო გადახედვა მჭირდება მადლობა მუხა. რა ცუდია, ფოტოებს აქ რომ ვერ ვდებ, რა კარგია, რომ მიქელანჯელოს კალიათა გალიების ფოტოები - ჩემი სასტუმროს ფანჯრიდან, სიცხიანის გადაღებული ფეისზე რომ შეგიძლია ნახო. იმედია, ცოტა ხანში ფლორენციაზე - კიდევ ერთ ლექსს დავდებ, დამუშავებული მაქვს, დაწყნარებულზე საბოლოო გადახედვა მჭირდება
1. ფილოსოფიურად შეკაზმული ლექსი. ფილოსოფიურად შეკაზმული ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|