ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
11 ნოემბერი, 2024


Анна Ахматова - Вижу, вижу лунный лук

ანა ახმატოვა - ფოთოლხშირი ტირიფნარის

ფოთოლხშირი ტირიფნარის
გამჭოლად  ჩანს მშვილდი მთვარის,
დაუნალავ ჩლიქთა მძაფრი
მესმის თქერა თანაბარი.

დაძინება შენც არ გნებავს,
ერთ წელში ვერ დაგავიწყდი,
ვერ ახერხებ შეგუებას,
დაცლილ სარეცელთან მიცდი?

არ ვსაუბრობ განა შენთან
ველურ ჩიტთა ჟრიამულში,
თვალში ცქერით არ მოგთენთავ
ლექსით თეთრი, მქრქალი ფურცლის?

მპარავივით რატომ გხედავ
მიყუჩებულ სახლის კართან?
თუ პირობა გაგახსენდა,
მელოდები ცოცხალს მართლა?

მთვარე აგდებს მხუთავ ბუნდში
დანის მჭრელ პირს, მძალავს რული,
კაკუნია.  მესმის უნდილს
ფეთქვა ჩემი თბილი გულის.

11 ნოემბერი, 2024 წ.


Анна Ахматова - Вижу, вижу лунный лук

Вижу, вижу лунный лук
Сквозь листву густых ракит,
Слышу, слышу ровный стук
Неподкованных копыт.

Что? И ты не хочешь спать,
В год не мог меня забыть,
Не привык свою кровать
Ты пустою находить?

Не с тобой ли говорю
В остром крике хищных птиц,
Не в твои ль глаза смотрю
С белых, матовых страниц?

Что же крутишь, словно вор,
У затихшего жилья?
Или помнишь уговор
И живую ждешь меня?

Засыпаю. В душный мрак
Месяц бросил лезвие.
Снова стук. То бьется так
Сердце теплое мое.

1915 г.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები