 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 15 ნოემბერი, 2024 |
#ლექსები
ნდს
რაკუნის იგავი
რაკუნმა სორო გათხარა, ახარა რაკუნიკოებს, სახლი გვექნება ახალი, ბლომად მოვზიდავთ იქ რკოებს. არ მოგვაკლდება საჭმელი, სხვაც ბევრი მეგულებაო, თქვენთვის - სამყაროს მოვზიდავ, ჩემი რომ იყოს ნებაო. ბალახის საკრეჭ მანქანას ვერ გადაურჩა ის ბინა, გამწარდა მამა რაკუნი, მთლად ეზო შემოირბინა: მოგვეშველეთო, არიქა, სამყაროს აღსასრულია! ხიდან - ციყვი და კოდალა გულგრილად დახვდნენ სრულიად. რაღა გზა დარჩა, დაიწყო თხრა სულ ახალი ხვრელისა. შვილებზე ზრუნვა - წესად აქვს, გამოვლა განსაცდელისა. სხვადასხვა არის სადარდი მფრინავის და მძრომელისა, ტოტზე მჯდომს - სულ არ ადარდებს, მიწის ქვეშ - ვის რა ელისა, ომიც რომ იყოს, ამბავი პალესტინ - ისრაელისა!
მორალი: 1. ზოგს თავის სოროს დანგრევა - ქვეყნის დაქცევა ჰგონია, შენი პირადი წუხილი - . სხვისთვის - სულ მონაგონია.
2. თუ რაკუნად დაიბადე, სულ მიწისქვეშ უნდა თხარო, ხეზე მჯდომი რას გიშველის, რომც აყვედრო, მანდ რად ხარო!
3. ერთ სოროში ნუ შეზიდავ, ზოგი - გქონდეს ახლო- მახლო, ვერ ერევი? ძლიერს ეტყვი? - არ გაბედო, ხელი მახლო, ნუ გგონია ის გიშველის, ვინმე ძლიერს დაემძახლო, სოროს - ვინმე გადაუვლის მთლად ლომიც რომ შეისახლო!
4. რაკუნობაზე ციყვობა - ათასჯერ უკეთესია, შენ ეგ გერგუნა, რას იზამ, თუ ღვარძლი უკვე თესია.
დანარჩენი - თქვენ განაგრძეთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გადასარევია დღეანდელობაა ,
-თქვენ განაგრძეთო? სადაა ნიჭი თორემ კი, გადასარევია დღეანდელობაა ,
-თქვენ განაგრძეთო? სადაა ნიჭი თორემ კი,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|