ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეიჯეი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2009


მონატრება

          მონატრება

მონატრებაზე ავმღერდი ნისლისფერ დღეებში,
ჰანგები თითქოს დროს გაეტაცა,
ვმღეროდი ისევ სევდის ფერებში,
იმედის ცრემლებიც სადღაც გამექცა...
სველი თვალებით მივადექი ფიქრის კარიბჭეს,
ისევ ვმღეროდი, მთელი არსებით, გრძნობებით,
მე ვიხსენებდი დაღლილ წამებსაც, წვიმის წვეთებსაც,
მოგონებას და მონატრებას ცივ ხელით ვგრძნობდი.
და თეთრ ფურცელზე იღვრებოდა ის მონატრება,
შენს მოლოდინში ჩუმად რომ ვიმღერე თითქოს,
წვიმის წვეთებში კარიბჭესთან რომ შემხვდა ლანდი,
მივხვდი რომ ჩემი სიზმრის ხშირი სტუმარი იყო. . .


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები