 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 21 ნოემბერი, 2024 |
დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ანაცუა, ბანაცუა!
აი, რა მიყვარს, იცით? თან ნამცხვარს რომ ვაკეთებ გამალებული და თან ფეისზე ვინმეს ვეპოლემიკები; იმას ოფლი გასდის, მე კი დროდადრო ვერთობი. ესაა ჩემი დღევანდელი ნახელავი. , ,,ფრენჩ ტრიფლი” ჰქვია. ანი კოპალიანი რომ არის, მთარგმნელი, აი ის, პოსომს და ოპუსუმს ერთმანეთისგან რომ ვერ არჩევს, ალბათ, აქაოდა, ეს ორი სიტყვა ჟღერადობით გავს და თან - ორივე ხომ მღრღნელია, რა მოხდა, დიდი ამბავიო. თან არც რომ შერცხვა, “საბას” მიღება სათაურიდანვე მცდარად ნათარგმნში! (სინამდვილეში, პოსომსა და ოპოსუმს შორის ბიოლოგიურად, კლასიფიკაციურადაც კი - დიდი მანძილია. დაახლოებით ისე არიან, როგორც ჭიაყელა და ბაჭია, თუმცა ორივეში “ჭია” - ისმის) ჰოდა, ჩემს საერთო კედელზე პოსტი დამხვდა. - მაგ კოპალიანს შემოუკრეფია დიადი მწიგნობარნი და გამოთქმით ამტკიცებენ, ჩვენ ისტორიულად ევროპას იმიტომ ველტვოდით, რომ ქრისტიანობა გვინდოდაო (ნეტა ბიზანტია და ბიზანტიის ცენტრი - ძველებურად კონსტანტინოპოლი, ანუ დღესდღეობით სტამბული ერთდროულად აზიისა და ევროპის განაპირი - მთლად ევროპაში ხომ არ ეგულებათ? არა და რა ცუდია! - როგორც კი დარწმუნდები, ევროპა-აზიის გაყოფა სწორედ ბოსფორთან ხდებაო, საქართველო - გეოგრაფიულად - დასავლეთ აზია გამოდის )… თუმცა ჩვენ - ჩვენს საკითხს მივუბრუნდეთ- დაუჟინიათ, დღევანდელი ევროპა - ქრისტიანულიაო თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ ამის გასაგებად განათლებულობაა საჭიროო, ხალხი - ვისაც ეს არ ესმის ძალიან გაუნათლებელია, უწიგნურიო და სხვა ცუდ რაღაცეებს ამბობენ ჩვენი ხალხის შესახებ. ცხადია, თანამედროვე ევროპა - მრავალფეროვნებათა ერთიანობას ეფუძნება, მასში ქრისტიანულიც ბევრია, მაჰმადიანურიც, სხვა კონფესიებიც მრავლადაა და არც ათეისტები აკლია. ანუ მარტივად, იგი მულტირელიგიურია.
მე - მარტივი კითხვა დავუსვი დიად მწიგნობრებს:
- როგორ ათავსებთ ერთმანეთთან მსოფლიო ოლიმპიადის გახსნაზე, შიგ შუაგულ ევროპაში - პარიზში “დრაგ ქვინების” მიერ პაროდირებულ ქრისტიანობას, “საიდუმლო სერობას” - და მეორე მხრით - თქვენს ახალ კონცეფციას - მთელი დღევანდელი ევროპის ქრისტიანობის თაობაზე-მეთქი და ვიღაც მისნაირმა მიპასუხა, პაროდირება,(ანუ დაცინვა დედი!) ქრისტიანობისა - სწორედაც ქრისტიანობაა და მაგდენიც არ გესმითო. ქრისტეს მარტო გეები კი არა, მეძავებიც კი უყვარდაო. მე საწყალმა კი წამოვიკნავლე საცოდავად, - - სხვა არის - წრფელად მომნანიე ცოდვილები, ძველ გზას რომ დაუტევებენ და ნათლის გზაზე დადგებიან და სრულიად სხვა - ისინი, საკუთარ სექსუალურ პრობლემაზე მორგებული ბიბლიის ვერსიათა გამოცემებს ცისარტყელოვან “გეი ბიბლიებს”რომ ეცნობიან და წარმოდგენა არა აქვთ, სინამდვილეში ბიბლიაში რა წერია- მეთქი…
შედით, ერთი, თუ გყავთ მეგობრებში, ნახეთ, რა დონეა! ბოლოს რაღაცეები იბოდიალა, “ოცდახუთმა რაკეტამ შენი ფიცი ჩაკეტაო” და ეგეთები. ვაიმეეე, როგორ შემეშინდააა !!! მე ხომ სუსტი გული მაქვს, არა? ვიფიქრე, ახლა ამას ჟღერადობით მსგავსებები რადგან ასე იზიდავს, თავისი სახელი არ გაახსენდეს და “ ანაცუა, ბანაცუაო”, არ მითხრას, ეგ რა არიის, იმდენს იზამს, თუ სასწრაფოდ არ მივაბლოკე, “ახტა გოჭი დახტა კოჭამდეც” მივა-მეთქი! საერთოდ, ჩემგან იცოდეთ, ადამიანს ცოტა დისკომფორტი თუ არ შეუქმენი, რომ თავისი ნამდვილი ბუნება სააშკარაოზე გამოიტანოს, “საპარადოდ” გამოწყობილები - ყველანი შესანიშნავად ვახერხებთ კულტურის ნიღბისმიღმა მიმალვას! ეგეც თქვენი - ანი კოპალიანი!
P.S. იდოს მაინც ფაქტის დამადასტურებელი ფოტოები! ვინმეს უცებ არ ეგონოს, ნინო კოპალიანს რამეს უგონებსო. ელიოტისგან ყდა კი მთლიანად მიითვისა, ჩვენმა პატიოსანმა, წიგნიერმა მთარგმნელმა, მაგრამ რა მოხდა, რა, ცოტა ცხოველი შეუცვალა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გამოკვეთილად მინდა განვაცხადო: ევროპა არ არის მხოლოდ ქრისტიანული, თუმცა ქრისტიანულ კულტურას მის ისტორიაში გამოკვეთილი ადგილი აქვს.
ევროპა და ევროკავშირი არის მულტიეთნიკური და მულტირელიგიური.
ხოლო რამდენი რელიგიის, მათ შორის ათეიზმის პროცენტული მაჩვენებელი მასში როგორია დღესდღეობით, ამისი დამადასტურებელი, ევროკავშირისავე შედგენილი და ინტერნეტში დადებული სტატისტიკური ცხრილები მიდევს ჩემს პირად გვერდზე., ფეისბუქზე და შეგიძლიათ იქ ნახოთ.
რაც შეეხება თარგმანში, სათაურშივე დაშვებულ უზარმაზარ შეცდომას, რომელიც ტექსტშიც მეორდება შესაბამის ადგილებზე, ასევე შესაბამისი დამადასტურებელი ფოტომასალა შეგიძლიათ ნახოთ ჩემს გვერდზე . ობიექტური სურათი ასეთია და მე ხსვის სუბიექტურ მიდგომებს პატივს ვცემ, მაგრამ ვერ გავიზიარებ.
გამოკვეთილად მინდა განვაცხადო: ევროპა არ არის მხოლოდ ქრისტიანული, თუმცა ქრისტიანულ კულტურას მის ისტორიაში გამოკვეთილი ადგილი აქვს.
ევროპა და ევროკავშირი არის მულტიეთნიკური და მულტირელიგიური.
ხოლო რამდენი რელიგიის, მათ შორის ათეიზმის პროცენტული მაჩვენებელი მასში როგორია დღესდღეობით, ამისი დამადასტურებელი, ევროკავშირისავე შედგენილი და ინტერნეტში დადებული სტატისტიკური ცხრილები მიდევს ჩემს პირად გვერდზე., ფეისბუქზე და შეგიძლიათ იქ ნახოთ.
რაც შეეხება თარგმანში, სათაურშივე დაშვებულ უზარმაზარ შეცდომას, რომელიც ტექსტშიც მეორდება შესაბამის ადგილებზე, ასევე შესაბამისი დამადასტურებელი ფოტომასალა შეგიძლიათ ნახოთ ჩემს გვერდზე . ობიექტური სურათი ასეთია და მე ხსვის სუბიექტურ მიდგომებს პატივს ვცემ, მაგრამ ვერ გავიზიარებ.
5. რამ გაგახსენათ, ნინო, სათაურად გამოტანილი სიტყვები, გამეცინა.
ერთი ვერსიით ევროპა-აზიის საზღვარი ენგურზე გადიოდა. აი, პირველწყაროს ვერაფრით გავიხსენებ, დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული.
დღევანდელი დანამდვილებული ვერსიით კი კავკასიონზე გადის და მთიანი რაჭის ტერიტორიას მოიცავს. ეს დანამდვილებით ასეა. ბელგიის ფოსტას აქვს სამი ტარიფის მარკები. 1. - თავად ბელგიის ტერიტორიაზე გასაგზავნი წერილებისა და სხვა გზავნილებისთვის. 2. - ევროპის ქვეყნებისთვის /ქვეყნები ჩამოთვლილია/ და ჩამონათვალში სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკიდან მხოლოდ საქართველოა. /არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი./ ასეა ჩემი ბელგიაში ჩამოსვლის დღიდან ანუ 1994 წლიდან. ასე რომ უახლეს მოვლენებს ვერ მივაწერთ ამ ფაქტს. ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი მისწრაფებაც ბუნებრივია. 3. - დანარჩენი მსოფლიო.
რაც შეეხება ქრისტიანობას, ევროპა სავსეა ქალაქი - მუზეუმებით, თითქმის ყველა ქალაქი ასეა. ეს შედევრები ქრისტიანულმა რწმენამ შექმნა. ჩემს ქალაქში ერთ ძველისძველ სახლზე ადამისა და ევას სამოთხიდან გამოძევებაა გამოქანდაკებული, თან ფერებში -საოცრებაა. ეს მხოლოდ ერთი რიგითი სახლი. როდესაც ჩემი მაზლისშვილი ბრიუსელში სკოლაში წავიდა, ჰკითხეს რწმენის შესახებ და სადღაც ბულგარელ თეოლოგ ქალს მიაგნეს, მოიწვიეს, რომ მხოლოდ ლიზიკოსთვის, ერთი მოწაფისთვის, ჩაეტარებინა რელიგიის/მართლმადიდებლობა/ გაკვეთილი.
რაც შეეხება სანახაობებს და არტისტებს. იქ ყველაზე მეტი „პაროდირებაა“ ყოველთვის. ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი შიშშეპყრობილია გაუთაველელი პროპაგანდით. თუ საქმე საქმეზე მიდგა ვახტანგ ჭაბუკიანი მთაწმინდაზეა დასაფლავებული და როდესაც მამათმავლობის მუხლით სასჯელმოხდილი ფარაჯანოვი ციხიდან გამოვიდა, არცერთმა რესპუბლიკამ არ მიიღო საცხოვრებლად. საქართველოში დაშხოშიანად ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და უცხოელ კინემატოგრაფისტებსაც იღებდა სტუმრად. მის ფილმებშიც ხშირია ორაზროვნება. ფილმში „ბროწეულის ფერი“ სოფიკო ჭიაურელი რამდენიმე როლს ასრულებს - მამაკაცის და ქალის, და ასე შემდეგ ....
ასე რომ „ყველამ თავის მსუბუქი ყოფაქცევის მამიდას მოუაროს“.
არ ვიცი, ანი კოპალიანმა როგორ თარგმნა სათაური, მაგრამ „მღრღნელად“ რომ ეთარგმნა, არც ეს იქნებოდა მცდარი. მაგ: Бесы ქართულად ხან „ეშმაკნი“, ხან „ეშმაკეულნი“ და ხან „ავსულებად“ ითარგმნა.
რამ გაგახსენათ, ნინო, სათაურად გამოტანილი სიტყვები, გამეცინა.

4. არ მგონია, ამერიკა დაუბრუნდეს მაგ კოშმარს. ტრამპის არჩევის მერე უზარმაზარი პოზიტიური ცვლილებებია ყოველწამიერად. ირგივ ყვა ძალიან გახარებული ჩანს. იმის იქით - რა ხდება, მე ვერ ვხედავ. მთავარია, ახლა მესამე მსოფლიო ომს გადავრჩეთ. რაც შეეხება ქართველ არალეგალებს, რომელთა ამბავიც ყველაზე მეტად მაწუხებდა, რეალისტები რომ ვიყოთ, გალეგალებას მოასწრებს მხოლოდ ის ნაწილი, ვის საქმესაც უკვე მსვლელობა ჰქონდა მიცემული საემიგრაციო სამსახურში. კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებული თუა ვინმე, და ეს - დაციქსირებულია, დეპორტაცია - იმათით დაიწყება. ვინც თა ისთვის წყნარად არის, ეცადოს თვალში ზედმეტად არ მოხვდეს ვინმეს და ისე ჩანს, არა ინ ხს არ ახლებს. ეს - უბრალოდ, ჩემი ხედვაა და არა - რაიმე ოფიციალური გარანტია.
არ მგონია, ამერიკა დაუბრუნდეს მაგ კოშმარს. ტრამპის არჩევის მერე უზარმაზარი პოზიტიური ცვლილებებია ყოველწამიერად. ირგივ ყვა ძალიან გახარებული ჩანს. იმის იქით - რა ხდება, მე ვერ ვხედავ. მთავარია, ახლა მესამე მსოფლიო ომს გადავრჩეთ. რაც შეეხება ქართველ არალეგალებს, რომელთა ამბავიც ყველაზე მეტად მაწუხებდა, რეალისტები რომ ვიყოთ, გალეგალებას მოასწრებს მხოლოდ ის ნაწილი, ვის საქმესაც უკვე მსვლელობა ჰქონდა მიცემული საემიგრაციო სამსახურში. კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებული თუა ვინმე, და ეს - დაციქსირებულია, დეპორტაცია - იმათით დაიწყება. ვინც თა ისთვის წყნარად არის, ეცადოს თვალში ზედმეტად არ მოხვდეს ვინმეს და ისე ჩანს, არა ინ ხს არ ახლებს. ეს - უბრალოდ, ჩემი ხედვაა და არა - რაიმე ოფიციალური გარანტია.
3. სათაურმა გამახალისა და ბავშვობა მომაგონა.გათვლა,გათამაშება. სათაურმა გამახალისა და ბავშვობა მომაგონა.გათვლა,გათამაშება.
2. და დადგა ჟამი ქრისტეს ოფიციალურად "ვოუქად" გამოცხადებისა. A woke Jesus, better Jesus - შემხვედრია ასეთი ფრაზა))) და დადგა ჟამი ქრისტეს ოფიციალურად "ვოუქად" გამოცხადებისა. A woke Jesus, better Jesus - შემხვედრია ასეთი ფრაზა)))
1. მუხა საყვარელო, ფოტოები - ფეისბუქზე ერთვის პოსტს მუხა საყვარელო, ფოტოები - ფეისბუქზე ერთვის პოსტს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|