ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2024


წვიმის " story"

ბარის კუთხეში იჯდა,
ფინჯანი ყავით ხელში.
ატრიალებდა ფინჯანს,
გარეთ კი წვიმდა თქეშით.
უცხო, მოსული გზიდან,
ისიც ლტოლვილი წვიმით,
ჯერ გაურკვევი მიზნით,
ტუჩის კუთხიდან ღიმილს
მას უგზავნიდა თითქოს...
და არ იმჩნევდა ქალი,
ნამდვილად ანდა ვითომ...
მაინც გაექცა თვალი,
საითაც იგრძნო სითბო...
ასე შორი- შორ ისხდნენ,
მოსაუბრენი მზერით.
კაცი უცქერდა მის ყელს,
ქალი - ნიკაპის ზევით...
იდგა სათქმელი ტუჩთან,
თითქოს ელოდა ნიშანს.
გარეთ კი სველი ქუჩა,
ბომჟივით მარტო იჯდა...
უცხო ქიმიას ჰგავდა
აჩქარებული მაჯა...
ოდნავ ღელავდა კაბა,
ან იქნებ, ასე ჩანდა?...
წვიმით ლტოლვილი ორი,
უსმენდა ბარში რეტროს.
და ერქვა წვიმის "story",
განცდილს სადღაცა, ერთ დროს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები