ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეიჯეი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2009


ვკვდები – ვცოცხლდები

    ვკვდები – ვცოცხლდები

ცხოვრებას ვუმზერ პროფილში,
ვკვდები იმ წუთში ვცოცხლდები,
მაინც ვვარდები შენს ხიბლში,
თვალწინ ფიქრებში გრძელდები.
შემოვერიე ქალაქის ქარ-წვიმას,
მერე სიტყვებმა დაიწყო დარწევა,
გაუფერულდა აზრები ღამით და
ვკვდები, ვცოცხლდები ისევ თავიდან.
სუნთქვას ავყვები, თმასაც გავიშლი,
თვალდახუჭული გიგრძნობ, გაქრები,
აღმაფრთოვანებ შენი სიჩუმით
და მერე შენს სითბოს ისევ ვიჩუქნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები