ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2024


ორი მონორაიმი (რიალტონანტის და შოვინისტური)

ნინო დარბაისელი

რიალტონანტის მონორაიმი

ის  - აღარ მოვა,  ლეიტენანტო, 
ვენეციაში დრო უნდა ფანტო.
ამაოდ დგახარ ამ ხიდზე მარტო,
ქცევით - მორჩილო და გულით -ანტო!

გონდოლიერთა ისმის ბელკანტო,
ყოფიერების კენტო  ჭიკარტო,
უკვე წასულო, გაჭრილო კარტო,
ცივა, ბოლომდე შეიკარ პალტო!

გინდა ამ ჯებირს  შემოესალტო,
უცხო ტურისტო თუ ექსკურსანტო?
ეს ხიდი ბევრმა ცრემლებით ალტო,
პონტე რიალტო,
პონტე რიალტო!


შოვინისტური მონორაიმი

ადრიანო და ურსულა - ადგილზე მთლად გაყურსულა,
თავს ვეუბნები, დაწყნარდი და ნუ დაუგდებ ყურს სულა,
ვენეციაში ამდენი ნეტა ვინ  მოასუნსულა,
იტალიური?! - აქა- იქ, ყველაფერია - რუსულად!
წარსულის ხოდაბუნები ამათგან  გადატრუსულა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები