 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 24 ნოემბერი, 2024 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
კარალიოკი
შენ - ხურმის ძირზე დამყნობილო კარალიოკო, ხედავ, ბერდები, აღარ გრჩება რამ საწიოკო. მოსანატრებლის?! - მონატრება უნდა იოკო! ბოლოს - ჩატკბები, ნუ წუწუნებ, უსახსრო ვარო!
საზიდად - მძიმევ, გასაფრენად - ბუმბულზე მჩატევ, შენ , თავო ჩემო, ალაგ - ტკბილო და ალაგ - მწკლატევ, ამდენ კონტრასტებს ნეტავ გულში როგორ-ღა ატევ, ზამთრისპირს ტოტზე შერჩენილო, მზის სახსოვარო,
როდემდე უნდა იქანავო, არა - იროკო, უფოთლო ტოტზე დანთებულო კარალიოკო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, მუხა! კარალიოკზე ისეთი რამ აქვს დაწერილი ნატა ვარადას, წესით, ამ თემისთვის ხელიც აღარ უნდა მომეკიდა, მაგრამ მეჩვენება, რომ უცხო კუთხე ვუპოვე, მყნობის მომენტის შემოტანით. ეს ხომ ხურმანარევი კარალიოკის ამბავია. :)))) მადლობა, მუხა! კარალიოკზე ისეთი რამ აქვს დაწერილი ნატა ვარადას, წესით, ამ თემისთვის ხელიც აღარ უნდა მომეკიდა, მაგრამ მეჩვენება, რომ უცხო კუთხე ვუპოვე, მყნობის მომენტის შემოტანით. ეს ხომ ხურმანარევი კარალიოკის ამბავია. :))))
1. არა და ძალიან, ძალიან მიყვარს კარალიოკი. ლექსიც ტკბილია და კარალიოკიც. არა და ძალიან, ძალიან მიყვარს კარალიოკი. ლექსიც ტკბილია და კარალიოკიც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|