ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2024


ტალეირანი

#ეტიუდები
#მაინდოსკოპი
ნინო დარბაისელი

ტალეირანი

ნაპოლეონმა ტალეირანს უწოდა ვირი,
უთხრა: - ბებერო, ამოიდე დროზე აღვირი”.
ციხე- სიმაგრის ასაღებად  გვჭირდება გეგმა,
დროზე მომშორდი, გეგმა მოგვცეს  შენმა შემდეგმა!

ტალეირანმა  საპასუხოდ როდი თქვა ძვირი:
- ერთ სიტყვას გკადრებ, მომისმინე,  არ იბობოქრო,
ციხის კარს გახსნის ჩემისთანაც -  ბებერი ვირი,
თუ ექნებაო ზურგზე  - სავსე საპალნით ოქრო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები