ჩარლზ დიკენსი - ლუსის სიმღერა
რა ლამაზია, საღამოხანს როდესაც მკრთალი მწუხრის ლანდებით იფარება ლურჯი ტატნობი, დაიჩრდილება, სანამდისაც გასწვდება თვალი ნაკადულები, ველ-მინდვრები, ბექი, ტაფობი;
როდესაც მშვიდად განისვენებს ირგვლივ ბუნება, მოეფინება არემარეს გრილი ნაცვარი, რბილი ნიავი უფრო ნაზად ესალბუნება, რათა მძინარეს არ დაეცეს სიზმრად თავზარი!
თენდება, დგება საამო დილა, გაიფანტება დამდგარი ჯანღი, გვხიბლავს მღვიძარე ბუნების ხილვა, დღე დიდებული - წარმტაცი, ლაღი.
თუმც გულში მრჩება განწყობა მდარე, ბნელი ლანდების სუფევს მრუდება, სიმშვიდე, რაც მან იცოდა ადრე, აღარასოდეს დაუბრუნდება.
26 ნოემბერი, წმ. იოანე ოქროპირის ხს. დღე, 2024 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://allpoetry.com/Lucy%27s-Song
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი თარგმანი, კარგი ლექსის. კარგი თარგმანი, კარგი ლექსის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|