ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეიჯეი
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2009


თურმე ფიქრებში ბევრი რამე დამიწერია ...


              თურმე ფიქრებში ბევრი რამე დამიწერია ...
                       
                       
                        (რაღაც დავწერე, არც კი ვიცი უკვე რამდენი,
                              მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...)                   


    ღამეა და სავსე, ყვითელი მთვარე... ფანჯრის რაფაზე მოკალათებულს, სევდაში ჩაფლულს უცნაური ფიქრები აწუხებს, თუმცა აწუხებს? – არა, არც ისე...
    მთელ ცხოვრებას წამებში აღწერს, წამიერად თვალები ცრემლით აევსება, მაგრამ უცბად შეიმშრალებს, მეორე ,,მემ’’ რომ არ შეამჩნიოს. აღარ გაურბის ცხოვრებას, აღარც ,,მეს’’, სძლია მის მორალურ მონოლოგებს, როცა იპოვა საკუთარი თავიც და ის მაძებარი თვალებიც, ახლა რომ მღელვარებას მატებს ნაცნობი ღიმილის დაჭერის დროს.
    ხო, ბუნდოვანი ფიქრები აწუხებს, მერე ისევ სევდა შეახსენებს თავს გაციებული ხმით. გაურკვეველი წადილი ეჭდობა ყელზე, უნდა ეს ყველაფერი რამით გამოხატოს, რომ ჩამოიშოროს, სადმე დააგდოს სევდაც, ბუნდოვანი ფიქრიც, დააგდოს, მიატოვოს და დაივიწყოს, დაივიწყოს, თორემ ცოტაც და მოახრჩობს ...
    ეს ფანჯრის რაფაც რა პატარაა, მუზა და ნაცნობი ღიმილიც ვერ ეტევა ჯერ ... რა ქნას? იქნებ მწვანე ყდიან ფურცლების კრებულს მიაკითხოს? გადაფურცლოს ოცნებებად დაღვრილი თეთრი ფურცლები, რომლებსაც სიმარტოვით გაყინული მონატრება და ხანდახან ,,მშვენიერი ცხოვრების’’ ამსახველი ტერმინები ალურჯებს. ხო, ისევ დღიური უშველის და მერე? – მერე მუზა შეაწუხებს, ჯერ ორ სტრიქონს წაჯღაბნის მდუმარე მზერით ნათქვამ სიტყვაზე; მერე თეთრი ტილო შემოსტირებს, იქ უნდა გადაიტანოს ყველაფერი, ისიც, წამიერად რომ ეჩვენება ცხოვრება და ისიც, მაძებარ თვალებთან ერთად კი წამი მარადისობად როგორ იქცევა.
    ფუნჯსაც აიღებს, ნაცნობი ფერები არჩიოს ნისლისფერ ტონებს? – ხო, ასე სჯობს- უჩიჩინებს ისევ მეორე ,,მე’’, ფერებს აგროვებს სულის თვალებით.
    არაფერი გამოსდის, რითი მოატყუოს მუზა... თითქოს მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად. მერე? მერე ნაცნობ ღიმილს მუდამ მზრუნველ
მზერასთან ერთად შეაკოწიწებს და იმ თეთრ ტილოზე ფერთა გამით წარსულს მიაბარებს, თუმცა მზრუნველი მზერა აწმყოშიც გადმოჰყვება, შეკოწიწებულ სიტყვებს კი მაძებარი თვალები, მეტყველი ღიმილით აღსარებად უამბობს.
    ფანჯრის ვიწრო რაფაზე ძლივს ეტევიან ის და ნაცნობი, მეტყველი თვალები.
    წამი იქცევა მარადისობად... თეთრი ტილოდან კი ყვითელი მთვარის ფონზე დავიწყებული წარსული უღიმის ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები