ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2024


დემისეზონი

#ლექსები
ნინო დარბაისელი

დემისეზონი

სადღაც  ფრანგული დგას “ლა მეზონი”,
შემოხვევია იტალიური ძველი ეზონი,
იქ - სატურისტოდ აღდგენილი სატრაპეზონი,
ეს -  ეკლექტიკა, ჩვენი ქართული,
გზა - ჩიქორთული
და ღამეული ხეტიალები უგზო-გეზონი,
და სიყვარულის თბილისური  დემისეზონი.

დემისეზონი!
არა - ზამთარი ან ზაფხული,
დემისეზონი,
აი, რეზონი მოწყენისა,
აი, რეზონი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს