#ლექსები
ნინო დარბაისელი
კარნავალური გულიაში - ვენეციაში
რაც რიოშია, იფანტება რიარიაში, რამდენი საქმე, საკეთები, მერე, სიაში…
- ნიღაბი გინდა, რამე წმინდა? საკუთარ თავად ყოფნა უკვე ასე მოგწყინდა? რა პრობლემაა, აქაც არის - პიცარიაში!
- ო, რესტორანი - აქ - რუსული? ყოფა წარსული, მხიარულებაც წრეგადასული, კედლებზე - უცხო ფიგურები ეროტიული, ფრესკო? გუაში? თან - გულიაში?! ჩვენ - სხვათა ბაკხანალიაში - იმ ორგიაში… და წყვილი ჩრდილი გუბეებში, მე - იღლიაში.
- რა, დამაკენტე?! არც ისე ბნელა. ფესტინა ლენტე, ფესტინა ლენტე ! (ვიჩქაროთ ნელა!)
-იცი? - ცეკვისას ასე მითხრა იმ კარღიაში, ძვლები გტკივაო, იქნებაო ალბათ ხრიაში. ეს სიცხეც აღარ მივარდება. მომიწევს გდება! და შენ მოგიწევს აქ გაძლება - ფრუსტრაციაში, ხედავ?!- - ჯანმრთელი ადამიანი, ვინც მამაცია, სნეული - ასე ზარმაცია! ვენეციაში შემაცია, ვენეციაში!
ეს სახადია - ვენეციური ციებ-ცხელება, მაინც რა იყო, კარნავალური ის ექსტაზი და გახელება! - სამოთხეული ლეღვს ნაყოფი იმ ერთხელ ება! (მომკლავს წვიმაში დასველება, მერე - ხველება) ან ის უცნობი, ნიღბიანი, ძლიერხელება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა, შენ კი იცი, რომ ნამდვილად არა ვარ ჰომოფობი. ნებისმიერი ერი მიყვარს, მით უფრო, არაფერს ვერჩი რომელიმე ენაზე მოლაპარაკე ხალხს. მათი პოლიტიკოსები კიდეც რომ მძულდეს. ვენეციას რომ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რუსულ სიმბოლისტურ პოეზიაში და ზოგადად მეოცე საუკუნის დასაწყისის ხელოვნებაში - ამაზე წიგნებია დაწერილი და ვიცოდი, მაგრამ რეალობამ დამღალა და გამაოგნა. ლამისაა ჩავთვალო, რომ ვენეციისთვის - რუსული ენა მთავარია. მთელი რუსეთი იქაა. წარწერებიც კი იტალიურად და რუსულადაა. ინგლისური - იშვიათად იციან. რა ეშველებოდა ჩემს ქმარს იქ უჩემოდ, აზრზე არა ვარ! ვის რას გააგებინებდა, მუხა, შენ კი იცი, რომ ნამდვილად არა ვარ ჰომოფობი. ნებისმიერი ერი მიყვარს, მით უფრო, არაფერს ვერჩი რომელიმე ენაზე მოლაპარაკე ხალხს. მათი პოლიტიკოსები კიდეც რომ მძულდეს. ვენეციას რომ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რუსულ სიმბოლისტურ პოეზიაში და ზოგადად მეოცე საუკუნის დასაწყისის ხელოვნებაში - ამაზე წიგნებია დაწერილი და ვიცოდი, მაგრამ რეალობამ დამღალა და გამაოგნა. ლამისაა ჩავთვალო, რომ ვენეციისთვის - რუსული ენა მთავარია. მთელი რუსეთი იქაა. წარწერებიც კი იტალიურად და რუსულადაა. ინგლისური - იშვიათად იციან. რა ეშველებოდა ჩემს ქმარს იქ უჩემოდ, აზრზე არა ვარ! ვის რას გააგებინებდა,
1. ვენეციაში, პიცერიაში ვარ და გულიაშს ვჭამ. აბა... ვენეციაში, პიცერიაში ვარ და გულიაშს ვჭამ. აბა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|