ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
2 დეკემბერი, 2024


Анна Ахматова – Венеция

ანა ახმატოვა - ვენეცია

ოქროსფერი სამტრედე ჩანს, წყალი
გამჭვირვალე ზურმუხტია მდნარი;
წაიშლება მარილიან ქარით
შავი გონდოლების გავლის კვალი.

ლამაზების  გუნდი,  დუქნებს შიგნით
ჭრელი სათამაშოები ბლომად,
ბალიშებზე ნაქარგები ლომთა,
მარმარილოს სვეტზე ლომი წიგნით.

როგორც ძველ ტილოზე დანახატი
გარინდულა  ცა მოცისფრო-ბაცი,
სივიწროვეს ვერ გრძნობს ჯგლითშიც კაცი,
ხოლო ხუთვას - ამ ნესტში და ხვატში.

2 დეკემბერი, 2024 წ.


Анна Ахматова – Венеция

Золотая голубятня у воды,
Ласковой и млеюще-зеленой;
Заметает ветерок соленый
Черных лодок узкие следы.

Сколько нежных, странных лиц в толпе.
В каждой лавке яркие игрушки:
С книгой лев на вышитой подушке,
С книгой лев на мраморном столбе.

Как на древнем, выцветшем холсте,
Стынет небо тускло-голубое…
Но не тесно в этой тесноте
И не душно в сырости и зное.

1912 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები