ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეიჯეი
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2009


უსიტუაციობის სიტუაციიდან

                უსიტუაციობის სიტუაციიდან
                                  ( ომია.!!! ომი...)
        უსიტუაციობისგან მომაკვდავი სიტუაცია სიცხისგან გმინავს. რიტმი აღარ იცვლება, გათიშული ვარ და მოშვებული.
        სიკვდილს დამსგავსებულ სიცოცხლის ქალაქში ბევრი სახეჩამორეცხილია და მიწის ოხშივარი. ჩვენც ამ ქალაქიდან დასავლეთით
(თუმც მე უფრო შორს ვარ...) ვითარების სუპერშეგუებას ვეძლევით და ჯერჯერობით ცალკ-ცალკე ვითვლით პერიოდს.
        არ ვიცი არ ვქნა, მეყოფა კი ძალა რომ ამ ყველაფერს გავუძლო? აღარ მეწერება ნაცნობ სიტყვებზე რიტმული სტრიქონები დ ამას ენერგიისაგან დაცლას ვაბრალებ.
        თითქმის აღარაფერს ვაკვირდები, გადაკარგულს (არამარტო ფიზიკურად) მომენატრა სიცოცხლის ქალაქი, რომელსაც ჭურვისებურად აფეთქებულ სიცხეს ვუსინჯავ და ნერვების ზედმეტი დაძაბვისგან აღარ მეძინება, ხმაც მეკარგება...ვეღარ გაწვდენ ბგერებს, რომელზეც ხშირად გეცინებოდა.
        თვალგახელილს მეძინება, შავ ქოლაგს წამოვიფარებ (ფერადი ლოდინს არ უხდება) და ქაოსურ სიზმრებში გავუჩინარდები.
        მაინც ვცდილობ აბსოლიტური შეგნებით გადავხედო არსებულ რეალობას და იმედის ნაპერწკალიც ღვივდება, როცა არაფერშუაში ცალკ-ცალკე ვფიქრობთ ერთი და იგივეზე და (მაინც ხანდახან) ჩუმად გვეცინება სიყვარულით გაჟღენთილ ფრაზებზე, რომელსაც მოუწვდომლობის გამო          ჯერ-ჯერობით იშვითად ვცვლით.
        უსიტუაციობის სიტუაციაში ჩემი ვარსკვლავი მაინც ციმციმებს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები