ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2024


საახალწლო

#ლექსები
ნინო დარბაისელი

საახალწლო

ბევრ ქვეყანაში საახალწლოდ  სცოდნიათ ასე:
წინ - ჩვენებურად სუფრა უდგათ ხორაგით სავსე.
თორმეტ საათზე გააღებენ ჭიშკარს სახლის და
ძველ წელს უშვებენ,  დაიწყებენ ყოფას ახლიდან.

ძველმა წაიღოს შხამ-ყვავილი, ედემში რგული!
გააღეთ  სახლში ყველა კარი, ფანჯრებიც, გულიც!
გქონდეს  ბარაქა, შინ - მშვიდობა, სხვა - რასაც  ელი!
სამშობლოვ ჩემო - ბედნიერი ახალი წელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები