#ლექსები
ნინო დარბაისელი
მეგობარმა - სიკვდილისა
მეგობარმა მითხრა, თითქოს, გამოეძრო ბჯენი კარავს - მხოლოდ ჟამი ასხვავებსო ქვეყნად მართალს, ქურდს და მპარავს. საბოლოოდ ერთიაო, სიკვდილისა ქარი ქარავს, ცხოვრებაში ვინც მიჰქარა და ჯერაც არ მიუქარავს;
არ შეჩერდა, აზრი ესე გაავრცელა, გაასრულა - ერთიაო, ვინც გაიქცა და ვინც ჯერ არ გაქცეულა;
მერე კიდევ დაამატა, არც აცხელა, არც აცია - ერთიაო, ვინც გასცა და ვისაც ჯერ არ გაუცია;
ფრაზა როგორ შემიცვლია! - “არც აცია, არც აცხელა!” ფიქრმა გონი ამირია, დარდი მაწევს ჯანღისხელა.
რა დრო გვიდგას, კუნაპეტი, როგორ უბნელ- უჟამია! ერთიაო, ვინც ჭამა და ვისაც ჯერ არ უჭამია,
მაგრამ ესეც არ მაკმარა და განაგრძო მისებურად - ერთიაო, ვინც დაეშვა და ვინც ჯერ არ დაშვებულა;
არაფერი უთქვამს ყალბად, არაფერი - მტაცებლურად - ერთიაო ვინც დაეცა და ვინც ჯერ არ დაცემულა.
რა ხვრელია ჩვენს ყოფაში, რა წყვეტაა, რა ღრუია! - ერთიაო, ვინც იცრუა, ვისაც ჯერ არ უცრუია.
სულ ტყუილი მუნათია, სულ ტყუილი წუწუნია, ერთიაო ვინც ირწმუნა და ვისაც არ ურწმუნია.
ამ სიტყვებზე გულში ბევრი ცრემლი მიღვარღვარებია - ერთიაო, ვისაც უყვარს, ვისაც ჯერ არ ყვარებია.
არ დაეძებს რა წუთია, რა დღე არის, რა წელია, ძველებურად მიმოიქნევს, ცელავს, როგორც უცელია.
მკვდარ-ცოცხალი მთლად აგვრია და ერთმანეთს დაგვადარა - ერთიაო, ვინც მოკვდა და ვინც აქამდე არ მომკვდარა!
სიკვდილს - წილიმც ნუ ელევა! რას გვიშვრება რიტორიკა. ეს ამბავიც გავასრულეთ! ლხინი - აქა, ქატო - იქა!
ამერია მიმდევრობა, ხსოვნაც როგორ დამელაქა! უნდა მეთქვა წესიერად - “ქატო იქა, ფქვილი - აქა”!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ყველაფერი მშვიდობით დასრულდება. "ქატო იქა, ფქვილი-აქა". ყველაფერი მშვიდობით დასრულდება. "ქატო იქა, ფქვილი-აქა".
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|