ანა ახმატოვა - აქ ვართ ლოთობით, სიძვით კრულები
აქ ვართ ლოთობით, სიძვით კრულები, ლხენა ვერ გვშველის დარდით ავსილებს, მონატრებიათ ლუში ღრუბლები კედლებზე ნახატ ჩიტებს, ყვავილებს.
ჩიბუხს ეწევი, ფორმა ურჩხულის წარმოიქმნება კვამლის ნაკადით, კაბა მაცვია შემოწუთხული, რათა მოვჩანდე უფრო ტანადი.
დაგმანულია სახლის სარკმლები, გარეთ ყინვაა, ქარის თარეში? კატის ფრთხილ თვალზე არანაკლები სიფრთხილე სჭვივის შენს რუხ თვალებში.
გულს სინანულით ვმატებ სიმდიდრეს, სიკვდილის საათს ხომ არ მოველი? აუცილებლად ცეცხლს დაიმკვიდრებს ის ბანოვანი, ვნებით მროკველი.
14 დეკემბერი, 2024 წ.
Анна Ахматова – Все мы бражники здесь, блудницы…
Все мы бражники здесь, блудницы, Как невесело вместе нам! На стенах цветы и птицы Томятся по облакам.
Ты куришь черную трубку, Так странен дымок над ней. Я надела узкую юбку, Чтоб казаться еще стройней.
Навсегда забиты окошки: Что там, изморозь или гроза? На глаза осторожной кошки Похожи твои глаза.
О, как сердце мое тоскует! Не смертного ль часа жду? А та, что сейчас танцует, Непременно будет в аду.
1912 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|