ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
17 დეკემბერი, 2024


Анна Ахматова – Вечерняя комната

ანა ახმატოვა - საღამოს ოთახი

იმგვარ სიტყვებით გამოვთქვი აზრი,
რაც სულში ერთხელ იშვება წლობით,
თეთრ ქრიზანთემას დაბზუის ბაზი,
ძველ საშეს ასდის სურნელი ობის.

ვიწროსარკმლიან ამ ოთახს ხსოვნა
შემოუნახავს ტრფობის და ძველის,
საწოლის თავზე წერია თხოვნა:
„Seigneur, ayez pitié de nous“ * - შველის.

უწინდელ, მწუხარ შენიშვნებს ზღაპრის,
ნუ გაჩხრეკ სულო, შეწყვიტე ძებნა,
სევრის სტატუეტს ელვარე ღართი
გაუფერმკრთალა ჟამთასვლის წლებმა.

სულ ბოლო სხივი, ყვითელი, მძიმე,
გეორგინების თაიგულს შერჩა,
ვიოლის ჰანგებს ძილ-ღვიძლში ვისმენ
და კლავესინის იშვიათ ჟღერას.

17 დეკემბერი, ბარბარობა, 2024 წ.

„Seigneur, ayez pitié de nous“ ფრანგულიდან: "უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ" (ლათინური: "Domine, miserere nobis")


Анна Ахматова – Вечерняя комната

Я говорю сейчас словами теми,
Что только раз рождаются в душе,
Жужжит пчела на белой хризантеме,
Так душно пахнет старое саше.

И комната, где окна слишком узки,
Хранит любовь и помнит старину,
А над кроватью надпись по-французски
Гласит: "Seigneur, ayez pitié de nous"*

Ты сказки давней горестных заметок,
Душа моя, не тронь и не ищи…
Смотрю, блестящих севрских статуэток
Померкли глянцевитые плащи.

Последний луч, и желтый и тяжелый,
Застыл в букете ярких георгин,
И как во сне я слышу звук виолы
И редкие аккорды клавесин.
________________________________
* Господи, смилуйся над нами (франц.)





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები