2. მეც სწორედ ასე ვთვლი. საქართველოში - ასე არაა. ერთი შემთხვევა მწარე ცრემლებით მაგონდება. ოთხმოცდაათიან წლებში ორი მეზობელი ძმა გვყავდა. აი, ისეთები, არც შავები რომ არ არიან და არც მწვანეები, ვაჟკაცურ ბიჭებად რომ იცნობს უბანი და პატივს სცემს. მაშინ ბენზინზე ერთი ამბავი იყო. რა მოხდა, როგორ მოხდა ზუსტად არ მახსოვს და “უშბასთან”, ავტოგასამართ სადგურზე ბენზინის გამო მოხდა ჩხუბი, ისეთი, ყოველწამს რომ ხდებოდა…მაგრამ გაჩნდა დანა! მოკლული, ექიმი, გვარად ალადაშვილი იყო და არსებობდა ჭორი, რომ ილია ჭავჭავაძის უკანონო შვილის შთამომავალი იყო. ორივე ძმა ჩემთვისაც და ყველასთვისაც, რასაკვირველია, მკვლელი იყო და კიდეც უნდა დასჯილიყო კანონმდებლობის შესაბამისად. ამაზე ორი აზრი არ არსებობდა…. მაგრამ წავიდა გაზეთებში და ტელევიზიით რიტორიკა, რომ ბუთუ შურღაიამ ილია ჭავჭავაძის - საქართველოს უგვირგვინო მეფის ერთადერთი შთამომავალი სიცოცხლეს გამოასალმა და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთი ძმა - დახვრიტეს. მეორეს 15 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. ამბად იყო გავრცელებული, რომ მამამათს შესთავაზეს, ამოირჩიე, რომელი დავხვრიტოთო და უმცროსი ვერ გაიმეტა თვითონ უფროსმა ძმამო. რა უმწეო ხარ ადამიანი, ასეთ რაღაცას რომ გადაეყრები წიგნში კი არა პირდაპირ ცხოვრებაში! კიდევ ვიმეორებ დაბეჯითებით: ორივე მკვლელი იყო, ორივე შესაბამისი კანონით უნდა დასჯილიყო, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის წერტილი, სადაც კანონსა და სამართალს სახით ეჯახები და მგონია, პოეზია, ზოგადად ხელოვნება ამ წერტილში იბადება.
მეც სწორედ ასე ვთვლი. საქართველოში - ასე არაა. ერთი შემთხვევა მწარე ცრემლებით მაგონდება. ოთხმოცდაათიან წლებში ორი მეზობელი ძმა გვყავდა. აი, ისეთები, არც შავები რომ არ არიან და არც მწვანეები, ვაჟკაცურ ბიჭებად რომ იცნობს უბანი და პატივს სცემს. მაშინ ბენზინზე ერთი ამბავი იყო. რა მოხდა, როგორ მოხდა ზუსტად არ მახსოვს და “უშბასთან”, ავტოგასამართ სადგურზე ბენზინის გამო მოხდა ჩხუბი, ისეთი, ყოველწამს რომ ხდებოდა…მაგრამ გაჩნდა დანა! მოკლული, ექიმი, გვარად ალადაშვილი იყო და არსებობდა ჭორი, რომ ილია ჭავჭავაძის უკანონო შვილის შთამომავალი იყო. ორივე ძმა ჩემთვისაც და ყველასთვისაც, რასაკვირველია, მკვლელი იყო და კიდეც უნდა დასჯილიყო კანონმდებლობის შესაბამისად. ამაზე ორი აზრი არ არსებობდა…. მაგრამ წავიდა გაზეთებში და ტელევიზიით რიტორიკა, რომ ბუთუ შურღაიამ ილია ჭავჭავაძის - საქართველოს უგვირგვინო მეფის ერთადერთი შთამომავალი სიცოცხლეს გამოასალმა და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთი ძმა - დახვრიტეს. მეორეს 15 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. ამბად იყო გავრცელებული, რომ მამამათს შესთავაზეს, ამოირჩიე, რომელი დავხვრიტოთო და უმცროსი ვერ გაიმეტა თვითონ უფროსმა ძმამო. რა უმწეო ხარ ადამიანი, ასეთ რაღაცას რომ გადაეყრები წიგნში კი არა პირდაპირ ცხოვრებაში! კიდევ ვიმეორებ დაბეჯითებით: ორივე მკვლელი იყო, ორივე შესაბამისი კანონით უნდა დასჯილიყო, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის წერტილი, სადაც კანონსა და სამართალს სახით ეჯახები და მგონია, პოეზია, ზოგადად ხელოვნება ამ წერტილში იბადება.
1. მკვლელი მკვლელია! მკვლელი მკვლელია!
|