ჩემ სახლში თბილა, თუმცა კედლები აქამდეც იყო სქელი პენოპლასტის ფილებით შეფუთული ,მე მაინც ვერ ვდგები დილა უთენია .ვრთავ რამე ბლოკბასტერს , რომელიც გათენებას მაუწყებს .პეროიან ქალბატონს აკოცებს წითური კოვბოი . ძაღლი ყეფს: ჭიშკართან თუ ეძებს ჰეროინს ,,გლოვოს,,კურიერი-საწყალი ,ობოლი . ქალაქში ხმაურია .გრძელდება მარშები : გუშინ გურულები მღეროდნენ კრიმანჭულს . არის მოლოდინი ,რომ ევროკავშირი მთავრობას უმკაცრეს სანქციებს მიარჭობს . და მერე ვეღარ წავლენ ისინი ვერსაით , დარჩებათ ნაცრისფერი სამშობლოს სანახები , ხოლო ფოტოებზე-სენა და ვერსალი , რომლებსაც სინანულით მეზობლებს ანახებენ . ჩემ სახლში ,თუმცა თბილა,მე ისევ მარტო ვარ, უძილო მთელი ღამის,უძილო მთელი დღის . როგორც საქართველოს, ვქომაგობ ნარკომანს , რომელიც დილიდან სველ მიწას ხელით თხრის . დღეს ისევ გაივსება ქუჩა რესტორნების , დრო სულ გვაქვს საზეიმოდ,საჰაიჰარალედ. როდესაც დურბინდიდან უცქერენ მსტოვრები ,,მთების ლურჯ კამარას ,,- მზეჩამქრალ კარალეთს . იფხიზლე ,საქართველო ! იყვირე ! იცოდე , ნუ გაგიმტკვარდება სიშლეგე არაგვის . ხელი მას ჩასჭიდე ,ვინც ნაღდად გიცოდებს და ხელი გაუშვი, ვინც ძმობას გამადლის !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. იფხიზლე ,საქართველო ! იყვირე ! იცოდე , ნუ გაგიმტკვარდება სიშლეგე არაგვის . ხელი მას ჩასჭიდე ,ვინც ნაღდად გიცოდებს და ხელი გაუშვი, ვინც ძმობას გამადლის !
ბოლოს სუპერ!!
იფხიზლე ,საქართველო ! იყვირე ! იცოდე , ნუ გაგიმტკვარდება სიშლეგე არაგვის . ხელი მას ჩასჭიდე ,ვინც ნაღდად გიცოდებს და ხელი გაუშვი, ვინც ძმობას გამადლის !
ბოლოს სუპერ!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|