ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
21 დეკემბერი, 2024


Анна Ахматова – Майский снег

ანა ახმატოვა - მაისის თოვლი

ფსალმუნი 6:7: „დავშუერი მე სულთქუმითა
ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“.

გამჭვირვალე საბურველი ცივი
ეფინება ნედლ ბალახს და ლხვება,
გულსასტიკი გაზაფხულის ყინვით,
დაბერილი ყველა კვირტი კვდება.

ისე მზაფრავს ნაადრევი კვდომა,
ღვთის სამყაროს ხილვა არ მსურს ნებით,
ის სევდა მღრღნის, რაც დავითმა ბლომად
ათასწლეულთ უძღვნა ფსალმუნებით.

21 დეკემბერი, 2024 წ.


Анна Ахматова – Майский снег

Пс 6:7 · Синодальный перевод. Утомлён я воздыханиями моими: каждую ночь омываю ложе моё, слезами моими омочаю постель мою.

Прозрачная ложится пелена
На свежий дерн и незаметно тает.
Жестокая, студеная весна
Налившиеся почки убивает.

И ранней смерти так ужасен вид,
Что не могу на Божий мир глядеть я.
Во мне печаль, которой царь Давид
По-царски одарил тысячелетья.

Май 1916
Слепнево

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები