ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2024


ივერიული

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ივერიული

პირი და პირი, შორი ნაპირი,
და ნაპირების კვლავ უპირობა,
ათასმეერთე კვლავ  დანაპირი,
ათასმეეორე - ყალბი პირობა.

მარტოობისთვის ვარ განაწირი?!
ვის შევევრდომო, ვინ შევიპირო?
მწვერვალიც - არის უფსკრულის ძირი,
ოღონდ პირიქით, საპირისპიროდ!

ვისი რა მადევს ნეტავი  ვალი?
სხვა ვატირო თუ თავი  ვიტირო?
უფსკრულის ძირიც -  არის მწვერვალი, 
ოღონდ პირიქით, საპირისპიროდ!

მოხაზული მაქვს - ფართო წრეწირი,
დღით დღევანდელით ღირს  დახსომება:
მწვერვალს - სიმაღლე და უფსკრულს - ძირი
ზღვის დონიდან  რომ გაეზომება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები