ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
7 იანვარი, 2025


Марина Цветаева – Я тебя отвоюю у всех земель, у всех небес

მარინა ცვეტაევა - გამოგიტაცებ ყველა ცისგან, მიწისგან ძლევით

გამოგიტაცებ ყველა ცისგან, მიწისგან ძლევით,
რადგან ტყე - ჩემი აკვანია, საფლავი - ტევრი,
დედამიწაზე რადგან ვდგავარ ცალ ფეხზე ოდენ,
რადგან ჩემსავით ვერ გიმღერებს მოკვდავი ოდებს.

გამოგიტაცებ ბრჭყალებისგან ჟამთა და ღამის,
სუყველა ხმლისგან, საფარვლისგან ოქროსფერ ალმის,
გასაღებს ვისვრი, პარმაღიდან განვდევნი ნაგაზთ,
მიწიერ ბნელში ერთგული ვარ ძაღლებზე რადგან. 

დაგისაკუთრებ იმ ერთისგან, ყველასგან ბრძოლით,
შენ არ იქნები ვინმეს ქმარი, ხოლო მე - ცოლი,
ბოლო დავაში მოგიპოვებ, არ დაძრა კრინტი,
მისგან წაგიყვან, ვინც იაკობს ებრძოდა ბინდში.

მაგ ხელებს მკერდზე ჯვარედინად დაგიდებ ვიდრე, -
ვაგლახ, შენს თავთან დარჩები და გულისხმას მისდევ,
ფრთაშემართული ელოდები ჟამს ცაში ფრენის,
რადგან სამყარო აკვანია, საფლავიც შენი.

7 იანვარი, ქრისტეშობა, 2025 წ.


Марина Цветаева – Я тебя отвоюю у всех земель, у всех небес


Я тебя отвоюю у всех земель, у всех небес,
Оттого что лес — моя колыбель, и могила — лес,
Оттого что я на земле стою — лишь одной ногой,
Оттого что я тебе спою — как никто другой.

Я тебя отвоюю у всех времён, у всех ночей,
У всех золотых знамён, у всех мечей,
Я ключи закину и псов прогоню с крыльца —
Оттого что в земной ночи́ я вернее пса.

Я тебя отвоюю у всех других — у той, одной,
Ты не будешь ничей жених, я — ничьей женой,
И в последнем споре возьму тебя — замолчи! —
У того, с которым Иаков стоял в ночи.

Но пока тебе не скрещу на груди персты —
О проклятие! — у тебя остаешься — ты:
Два крыла твои, нацеленные в эфир, —
Оттого что мир — твоя колыбель, и могила — мир!

1916 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები