ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2025


მონატრება ნარგიზასი

#ლექსები

(ნარგიზა - ჩემი სისხლით  ნათესავი - არა, რძლის მამიდა იყო, მაგრამ ყველას  როგორ გვიყვარდა!  ვერც მის დაკრძალვას დავსწრებივარ.  მაქვს სურათი სადღაც, ვეძებ)

ნინო დარბაისელი

მონატრება ნარგიზასი

მიყვარს ავად გახდომა,
როცა გარეთ ზამთარი
არემარეს აზრობს.

ნასიზმრალის ახდომა -
- ცაზე - მთვარე დამთვრალი,
რომ ზანტდები, აზრო.

სეზონია ბუხრის წინ
თვლემისა და მთქნარების,
წასაკითხის კარგის,

წეღან თითიც დავიწვი,
დამიდუმდნენ ქნარები,
მენატრება, ნარგიზ,

შენთან -  ტკბილად “ჩასხდომა”,
სადღეგრძელო ქართული,
ყველა სიტყვა - ლექსად.

წარსულისა, აჰ, ნდომა!
მე -  დაწდომით გართული
წაუვიდე ლექს  - სად?

ისევ იამ* მიშველა,
რა არისო მანძილი,
სული შემიბერა.

რას დახტიო შიშველა,
დამინიშნა მან ძილი,
უცებ დამაბერა.

ვიჭყიპები წვენებით,
როგორც იამ მირჩია,
რომ თავს რამე ვარგო.

ისევ შენ მეჩვენები,
ვინ - მაღალი, ვინ  - ჩია!
ნარგიზ, ნარგიზ, ნარგო!

კიდევ დიდხანს იავდრებს,
თოვს და  რაა სიბერე! -
- გაიკრიფნენ მტრები.

ვნატრობ ზეცის ბინადრებს,
ყოფას ხომ არ ვებევრე?
ნარგიზ, მენატრები!
- - -

*ია -  მეგობარი პოეტი - ექიმი  ია სულაბერიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები