ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2025


პაპაჩემი

პაპაჩემს თვალებად ტბები ჰქონდა.
ცისფერი, კამკამა და კრიალა.
დღემდე რაც ბავშვობა შემიგროვდა,
წავიდა და წაიღო მთლიანად.
აღარსად კუნწულა ბლებია და
მხოლოდ წუხილია შესამჩნევი...
სურათზე ვესალმები ბებიასაც,
ბიძაც გაფრენილა, დედაჩემიც...
როგორ გავიცინებ გულიანად,
როცა ასეთია განაჩენი,
ცოლ-შვილის საფლავებს უვლიდა და
ტკივილებს იამებდა პაპაჩემი.
სახლ_კარს ერთგულობდა,მიწის ბელტებს
ყოველ გაზაფხულზე გადათვლიდა,
ჩვენ რომ ვერაფერი გავიმეტეთ,
ადგა პაპაჩემიც და გაფრინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები