ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 თებერვალი, 2025


Марина Цветаева - Еще и еще песни…

მარინა ცვეტაევა - შეთხზეთ ლექსები, ნუ დაეჭვდებით...

შეთხზეთ ლექსები, ნუ დაეჭვდებით
ჩემში, ნაწამებ ჯვარისმტვირთველში,
ისევ და ისევ კოცნეთ ბეჭდები
ჩემი მარჯვენის, თვალსაკვირველი.

ბედმა ისეთი ჭირით მატირა,
ელჭექი ქუხდა ზამთრის ავდარში,
ვებრალებოდი სასტიკ ნადირსაც,
ალაპარაკდა მუნჯი თავზარით.

მზე შუაღამით დამცქერს თაკარა,
დღისით ვარსკვლავის მიწევს ყურება,
თავზევით შეკრავს ზვირთთა კამარას
ჩემი ლამაზი უბედურება.

ჩემთვის აღმდგარა მკვდარი მკვდრეთითგან,
შედგა სამსჯავრო თავზარდამცემი,
მივყავარ, სადაც თავსაკვეთია
მთავარანგელოზთ ნაგვემ-ნაცემი.

5 თებერვალი, 2025 წ.


Марина Цветаева - Еще и еще песни…

Еще и еще песни
Слагайте о моем кресте.
Еще и еще перстни
Целуйте на моей руке.

Такое со мной сталось,
Что гром прогромыхал зимой,
Что зверь ощутил жалость
И что заговорил немой.

Мне солнце горит — в полночь!
Мне в полдень занялась звезда!
Смыкает надо мной волны
Прекрасная моя беда.

Мне мертвый восстал из праха!
Мне страшный совершился суд!
Под рев колоколов на плаху
Архангелы меня ведут.

1916 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები