#ლექსები ნინო დარბაისელი
მგლობა- ლომობისა
(იგავ-არაკი)
მგლის ლეკვუნა საყვედურით ეუბნება დედა მგელს: - ლომად გეშვი, ანდა ვეფხვად, ამ ფიქრებმა დამდაგეს.
ხროვად გვიწევს ტყეში ყოფა, სხვა მხეცების გარეშე, ჩვენს გემოზე ამ ჯუნგლებში ვერსად გავითარეშეთ.
ლეკვის ნაცვლად მენატრება მე იღბალი ბოკვერის. ნანადირევს ჩვენც თავს ვესხმით, როცა არვინ მოგველის.
გავიზრდები, დავმშვენდები, მეც ლომ- ვეფხვი გამოვალ. ვინც დაჩაგვრას მომინდომებს, დავდებ ამის გამო ვალს.
- გიხაროდეს, ძაღლი არ ხარ, ჯაჭვით ყელგახეხილი, სხვისი ლუკმის მაცქერალი და სახელგატეხილი.
დე, შორიდან გეკრძალვოდნენ ბრიყვი ყურპანტურები, ნადირობდე და შენს ხროვას, დე, მოსდევდნენ ტურები,
შენს ნასუფრალს დაეძებდნენ, მგლისავ ფერო და ცალო, მგელი ხარ და მგლობა შენი - არაფერზე გაცვალო!
ცირკში მგელი ვის გამოჰყავს? სურვილია მძიმე და არც ვეფხვი ხარ და არც ლომი, გაგწვრთნან ლუკმის იმედად.
ხორცის ნაგლეჯს, შაქრის ნატეხს გახარბებდეს ჩათლახი, თუ სხვის ნებას არ დაჰყვები, გადაგაწნან მათრახი.
მორალი: 1. ის გერჩიოს მარტო იყო, მოძრაობდე თვით, ნებით. ვიდრე გმართონ გასართობად, ვინ მუქარით, ვინ- თნებით. ლომიც გერქვას, სხვის მათრახზე თუკი კარგად იწვრთნები.
დანარჩენი - თქვენ მოამატეთ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ტყეში, ჯაჭვით ყელგახეხილ, კარგად ჩასუქებულ ძაღლს მიასეირნებს პატრონი, ძაღლმა დაინახა, სიგამხდრისაგან ფერდებჩავარდნილი მგელი და შეყეფა-რას დამგზავსებიხარ, წამოდი ჩვენთან კაი ცხოვრება გექნებაო მასეთ მონობას . თავისუფლება მირჩევნია-უპასუხა მგელმა
ტყეში, ჯაჭვით ყელგახეხილ, კარგად ჩასუქებულ ძაღლს მიასეირნებს პატრონი, ძაღლმა დაინახა, სიგამხდრისაგან ფერდებჩავარდნილი მგელი და შეყეფა-რას დამგზავსებიხარ, წამოდი ჩვენთან კაი ცხოვრება გექნებაო მასეთ მონობას . თავისუფლება მირჩევნია-უპასუხა მგელმა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|