 | ავტორი: დებორა ჟანრი: თარგმანი 11 თებერვალი, 2025 |
#თარგმანები
მარინა ცვეტაევა
ბორის პასტერნაკს
გა-მანძილებანი: ვერსტები, მილები… გა-დაგვდგეს, გა-დაგვრგეს, რომ გვყონ მორჩილები. ქვეყნის ორ კიდეში ცალ-ცალკე გა- გვრიყეს. გა-მანძილებანი: ვერსტები, სივრცენი, გა-გვაკრეს, ჯვარს გვაცვეს, ორ ხელად გაგვშალეს, ჯვარცმულნი. ნადნობნი ვიყავით, არ ესმათ მათაც ეს, შთაგონებულები და მყესებმტკიცენი. ვერ გა-გვანაგავეს - გა-გვყარეს მფიცენი, გა-გვფურცლეს - კედელი, თხრილები ცივები. ცალკე დაგვასახლეს, როგორც არწივები შეთქმულნი: ვერსტები, სივრცენი. ვერ გაგვანადგურეს - გვფანტეს გულმტკიცენი, შორეულ ქოხმახთა გავხდით ახლობლები, შეგვტენეს, თითქოსდა ვიყავით ობლები. ნეტა რა რიცხვია, რომელი მარტი?! ვართ გატეხილები, ვით დასტა კარტი!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева
Б. Пастернаку
Рас-стояние: версты, мили… Нас рас-ставили, рас-садили, Чтобы тихо себя вели По двум разным концам земли. Рас-стояние: версты, дали… Нас расклеили, распаяли, В две руки развели, распяв, И не знали, что это — сплав Вдохновений и сухожилий… Не рассорили — рассорили, Расслоили… Стена да ров. Расселили нас как орлов- Заговорщиков: версты, дали… Не расстроили — растеряли. По трущобам земных широт Рассовали нас как сирот. Который уж, ну который — март?! Разбили нас — как колоду карт!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საოცარი წყობა რა ქვია ასეთ რითმიან ლექსს, მაოცებ... უნაკლო თარგმანი. მარინა ცვეტაევამ რომელ წელს მიუძღნა პასტერნაკს ეს ლექსი? საოცარი წყობა რა ქვია ასეთ რითმიან ლექსს, მაოცებ... უნაკლო თარგმანი. მარინა ცვეტაევამ რომელ წელს მიუძღნა პასტერნაკს ეს ლექსი?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|