ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2025


გალაკტიონის აღსასრული

ეს რა ხდებოდა გუშინ! —
მშრალ ხიდზე სიო ფოთოლს
ეუბნებოდა ყურში:
ნაღდად იისფრად მოთოვს.
მანამ კი ვიდრე არღნის
ხმა გვესმის, ფიქრში ხვალის,
აქ ალექსანდრეს ბაღი
ისევ ხომლისფრად ყვავის.
ბნელში ამოძვრეთ ლამის
სული მოხუცს თუ ობოლს,
თბილისი კიდე მაინც
ჩანს მკვლელ გვირაბის ბოლოს!
      “Per aspera ad astra” —
უმეორებდა სიო…
ყველგან და მაინც არსად
ხვდებოდნენ გალაკტიონს...

               



1. Per aspera ad astra — ლათ. ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები