ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
11 თებერვალი, 2025


Марина Цветаева - Красною кистью…

მარინა ცვეტაევა - წითელი მტევნით...

წითელი მტევნით
აენთო ჭნავი,
მე ფოთოლცვენის
ჟამს ქვეყნად გავჩნდი, -

ღვთისმეტყველ წმინდის
დღეობას, შაბათს,
როდესაც ბინდში
უკრავდნენ ნაბათს.

დღემდე მაქვს ჩვევად,
აროდეს ვიცვლი,
კუნწულის ღეჭვა
მსურს მჭახე ცირცლის.

11 თებერვალი, 2025 წ.

მარინა ცვეტაევა დაიბადა 1892 წლის 8 ოქტომბერს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს

Марина Цветаева - Красною кистью…

Красною кистью
Рябина зажглась.
Падали листья,
Я родилась.

Спорили сотни
Колоколов.
День был субботний:
Иоанн Богослов.

Мне и доныне
Хочется грызть
Жаркой рябины
Горькую кисть.

1916 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები