ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2025


გედის თეთრი ფაიფური

#ლექსები

ნინო დარბაისელი

გედის თეთრი ფაიფური
  (დეკა-მონორაიმი)

გედი -  თეთრი ფაიფური მიაცურებს ვარდებს.
თოვლი მოდის,  წყალში ქრება, ტბის სარკეზე არ დებს,
ო, არ მინდა ეს ზმანება მალე დასამარდეს,
ბარდნის, ქარი ერეკება ზეცის  დანაბარდნებს,
გული ისე მწუხარეა, ვერ ერევა დარდებს.
მივიწყებულ მოჩვენებებს დარდი მომალანდებს.
გაურბიან სხვა ლანდები ლანდებს გასარანდებს,
იმ ლანდებში ერთი ლამობს, ისევ შემიყვარდეს,
მაგრამ სული  ძველებურად  განა ინავარდებს?
გედის თეთრი ფაიფური მიაცურებს ვარდებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები