ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
17 თებერვალი, 2025


ბჭობის ჭიკჭიკი

97 წელს დედაჩემმა თქვა რომ სასახელო პოლიტიკოსი გამოვიდოდი, მაგრამ წერას შევყევი, (მანდაც ვერ ვივარგე) თანაც, ხოსე მუხიკას გარდა ყველას დანახვა შავი ჭირივით მზარავს.
  2003ში მტკიცედ ასტრონომობა გადავწყვიტე, ბაღიდან სკოლაში გადავედი და ჩემი წნევის მაჩვენებელი ზეპირად მახსოვდა.
  2010 ში გონება ბურუსით მქონდა მოცული და 2015 ში ალპინისტობა მომინდა, მაგრამ აგერ, სამგზავრო ზურგჩანთას სიძველე მიჭამს, კარავი კიდე რო გავხსნა იქიდან ამავე წელს დატყვევებული კალია ამოხტება; სად ვსდიო მერე...
2020 ში მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო და თუ რაღაც რიგზე ვერ არის, იქნებ მესიაობაც ღირდეს ამ ძალათ რთულ დროში?!
მესია კი არა წყალწაღებული ინტროვერტი ვარ, ინტროვერტები კიდევ,  გამარჯობასაც ვერ ამბობენ. ხომ უნდა თქვა სადმე: "გამარჯობათ, მე გიშველით", მარა ვერ იწყებ სათქმელს.
  2024 ში მოტოციკლეტებისთვის ბენზინი უნდა მესხა და 2025 წლის 17 თებერვალს სამსახურში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვერ წავედი.
28 წელი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ბჭობის ჭიკჭიკზე, ღმერთები მართლა იცინიან

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები