#ლექსები 18 თებერვალი მისი ხანგრძლივი მიწიერი ყოფის დასასრულია, მარადისობაში - ცოცხალივე იყო გადასული.
ნინო დარბაისელი
მასკარადი - ისევ მიქელანჯელოს
(ჯ. ვაზარი: წერს - იგი, გირლანდაიოს მოწაფე, მფარველი ლ. მედიჩის სიკვდილის მერე იმალებოდა ვენეციასა და ბოლონიაში)
ვენეციაში გამოქცეულს ვინ გიფარებდა, ან ყოფა როგორ შეიგუე ბოლონიური? ბუანაროტო, გამახსენდი ნიღაბთა შორის, ხმა მესმის შორის, შორით-შორის და ცისკნელიდან ხმას მოჰყვება რამ ზეციური.
ო მასკარადი ვენეციის კარით-კარამდი, ყოველწლიური, უცნაური განცდა მარადი!
ნიჭს - უნდა მუდამ გამოუჩნდეს ვინმე პატრონი, ნიჭიერები არ დატოვოთ, ხალხო, მარტონი, არ ყოფილიყავ სხვათა მჯობი, შენ, უგონო და გირლანდაიოს შურიანი გული ჰქონოდა, გზას გაიგნებდა სასახლეში შენებრ თავხედი? აქ შენს ნაკვალევს დავხედე და აქვე გავხევდი.
მედიჩისათვის რომ არ ეთქვა გირლანდაიოს, (ლანდთა ხელში ვარ, მომეშველე, მაღალო დიოს!) ოსტატს გამისწრო, თუმცა მხოლოდ შეგირდიაო, ან დაეჩივლა, ამ მოჩხუბარს ვინ-ღა სდიოსო…, (შემინდე დიოს, ვით მრავალი შეგინდიაო). გირლანდაიო - ადრე მოკვდა, თითქმის ასისა შენ - გენიოსო! თვალი ცრემლით რად დავიოსო!
“მე - სკულპტორი ვარ, რის - მხატვარი, ფერი, წინხედი? ბრუნი ფრესკოზე? რისი - სამი, რა - მეოთხედი? ჰა, მეტისმეტი - მეც ვაჭრისა ვხატო პორტრეტი…” იმ სტუდიაშიც - ხატავდი და მერე დახევდი… აქ - შენს ნაკვალევს დავხედე და აქვე გავხევდი.
კანალი - როგორც ხერხემალი, ხიდის მალები, ეს მოლამუნე ნელები და ზოგან - მალები. იქნებ აქ ერთი ნიღბის უკან შენც იმალები და ლანდად მომდევ სიბნელეში თვალნაალები.
ო, მასკარადი, სილაღეა, ზეცის კარამდი, კარ-კარ ნავალი მასკარადი ცის კამარამდი, ო, მასკარადი, უცნაური განცდა მარადი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ნიჭს - უნდა მუდამ გამოუჩნდეს ვინმე პატრონი, ნიჭიერები არ დატოვოთ, ხალხო, მარტონი, ნიჭს - უნდა მუდამ გამოუჩნდეს ვინმე პატრონი, ნიჭიერები არ დატოვოთ, ხალხო, მარტონი,
11. ნინო ძვირფასო, ჩემი უცნაური განცდები თქვენმა საოცარმა კომენტარებმა შეავსო. !ბევრი გიწერიათ მიქელანჯეოზე და თუ უფრო მეტს დაწერთ ძალიან საინტერესო იქნება, რადგან თქვენზე უკეთესად ვერავინ, ვერ შეძლებს. კრიტიკა და პროზაულები არა.ლექსები მე უფრო მომწონს.
ნინო ძვირფასო, ჩემი უცნაური განცდები თქვენმა საოცარმა კომენტარებმა შეავსო. !ბევრი გიწერიათ მიქელანჯეოზე და თუ უფრო მეტს დაწერთ ძალიან საინტერესო იქნება, რადგან თქვენზე უკეთესად ვერავინ, ვერ შეძლებს. კრიტიკა და პროზაულები არა.ლექსები მე უფრო მომწონს.
10. ოთხმოცდაათს გადაბიჯებული იყო მიქელანჯელო, როცა გარდაიცვალა, გირლანდაიო, მისი გამზრდელი - 45 წლისა მოკვდა. ცნობილი ამბავია, რომ როცა “სიქსტეს კაპელა” უნდა მოხატოო, უთხრეს, ჯერ უპასუხა, მე რატომ, მე ხომ მხატვარი არა ვარ, სკულპტორი ვარო. ვალები ჰქონდა დიდი, მამის ოჯახის მარჩენალი იყო და მერე უფრო იმიტომ დათანხმდა. ოთხმოცდაათს გადაბიჯებული იყო მიქელანჯელო, როცა გარდაიცვალა, გირლანდაიო, მისი გამზრდელი - 45 წლისა მოკვდა. ცნობილი ამბავია, რომ როცა “სიქსტეს კაპელა” უნდა მოხატოო, უთხრეს, ჯერ უპასუხა, მე რატომ, მე ხომ მხატვარი არა ვარ, სკულპტორი ვარო. ვალები ჰქონდა დიდი, მამის ოჯახის მარჩენალი იყო და მერე უფრო იმიტომ დათანხმდა.
9. რა კარგია აქაური “ძებნის” ფუნქცია! ვაიმეე! თურმე რამდენი მიწერია მიქელანჯელოზე! მართლა არ მახსოვდა. სულ, ამიანად სამი მეგონა, შვიდი ყოფილა! კრიტიკული და პროზაული რაღაცეები არ ითვლება, მარტო ლექსები. ახლა კარგად უნდა დავფიქრდე, ციკლში ყველა ხომ არ შევიტანო? თუ უმჯობესია, მიქელანჯელოს ციკლი იყოს ან რაიმე ქვეციკლი? ესეც იყოს
ნდს
მიქელანჯელოს - დავითისათვის
აქ - მარმარილოს კარიერია, და ოდითგანვე ჰქვია “კარერა”, სამარადისოდ მოდრიკე ერა, ამ მარმარილოს მიეკარე, რა! რა კარგია აქაური “ძებნის” ფუნქცია! ვაიმეე! თურმე რამდენი მიწერია მიქელანჯელოზე! მართლა არ მახსოვდა. სულ, ამიანად სამი მეგონა, შვიდი ყოფილა! კრიტიკული და პროზაული რაღაცეები არ ითვლება, მარტო ლექსები. ახლა კარგად უნდა დავფიქრდე, ციკლში ყველა ხომ არ შევიტანო? თუ უმჯობესია, მიქელანჯელოს ციკლი იყოს ან რაიმე ქვეციკლი? ესეც იყოს
ნდს
მიქელანჯელოს - დავითისათვის
აქ - მარმარილოს კარიერია, და ოდითგანვე ჰქვია “კარერა”, სამარადისოდ მოდრიკე ერა, ამ მარმარილოს მიეკარე, რა!
8. ნინო დარბაისელი
მანჯიაკანე (მაკიაველის სასახლე, აგებული მიქელანჯელოს მონაწილეობით)
როცა გარდაცვლილი თავს აღარ განებებს და ისე ბრუნდება ყოველღამ სიზმარში, თითქოს ცოცხალია, კიდეც გეხუტება, ფრივოლურ მომენტებს არ მოერიდება, დიდება მინდაო გაგიყო, დიდება! ხომ უნდა იცოდე, რაღაც საშიშია, ეს მკვდრული დაცინვა, რამე ირონია, შეცდომით ბჟუტავი, ტვინში გაჭედილი რამ ნეირონია.
თან იცი, უცოლოდ წავიდა იმქვეყნად და ქალებს ყოველთვის ერჩია ბიჭები, შენ რას ეღრიჭები?!
მარტო მოდიოდეს, კიდევ აიტანდი, თანაც გენიაა, თანაც - ბოროტია, გვარად კი, გვარად კი ბუანაროტია, მიდის და კვლავ ელი, რომ თან მოიყოლოს მან მაკიაველი. ო, თავზარდაცემა! ო, ცოდვით დაცემა, - ეჭვები და ცემა!
ძალა მოიკრიბე და გააგებინე, რომ ფლორენციაში, ტაძარში მარხია, ნიკოლოც იქაა, (მათი სიყვარულის ხმა ვინ დაარხია?) იქნებ წავიდეს და თავი დაგანებოს და თუ არ გეშველა, და თუ არ წავიდა, შენ მაინც გახსოვდეს, დიდი ხნის მკვდარია, და შენგან რა უნდა, გაუგებარია. შენ ხსოვნა იმისი და თანაც ასეთის - რატომ გაბარია?!
მეტიც გაიხსენე: არც ცოცხალს იცნობდი, არც კი შეგხვედრია, და მისახვედრია, ან დასაყვედრია? - მკვდარი რომ გიყვარდეს, მკვდარს ეხუტებოდე, მკვდარს ეწვე, მკვდარს - სხვისას, მკვდარს - სხვა საუკუნის - - ეს - შენი ხვედრია!
ორივე, ორივე, ჩემი საყვარელი - ერთმანეთს აღმერთებს, ერთმანეთს ეხვევა?! ტოტები მერხევა?! ვიღვიძებ, ვტირივარ, და ვეღარც გავრბივარ, ქურციკი არა ვარ და არც ფრინველი ვარ - მოძრავი სულდგმული, კოშმარის სიღრმეში ფესვი მაქვს გადგმული, მართლა სამეხე ვარ, მე ხე ვარ, მე - ხე ვარ! და ქარი მაქანებს, მხრის, მანჯიაკანე, ქრის, მანჯიაკანე!
- - * ფოტოზე - მაკიაველის ვილა მანჯიაკანე, როგორც მკვლევარები ირწმუნებიან, მიქელანჯელოს, რომელიც მონაწილეობდა მის აგებაში, მაკიაველთან განსხვავებულად ახლო მეგობრობა აკავშირებდა მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ლინკზე
https://www.outthere.travel/villa-mangiacane-tuscany-renaissance-men/#:~:text=One%20such%20commission%20was%20by,struck%20up%20an%20unlikely%20friendship.

7. ნინო დარბაისელი
მე ფლორენციას ოქროსფერი მტვერი შევმატე
1. მოვედი, გნახე, ფლორენციავ, მარმარილოზე სისხლშემხმარო ოცნებავ ჩემო და შენს მშვენებას ოქროსფერი კვალი შევმატე!
პირველად ქმარმა შემამჩნია, დანტესთან თუ მაკიაველთან დამუხლული რომ წამოვდექი: “სადაც მივედით, რაც კი ვნახეთ ფლორენციაში, ყველგან ოქროს კვალი დაგრჩაო”.
რომანტიკაა, აბა, რაა! ხომ უიმედო რეალისტი გამომადგა, აი, რას შვრება მრავალწლიანი მონდომება, აი, როგორ რომანტიკოსობს,
ის როგორ მითხრა?! ჰო, აი ასე:
“სადაც მივედით, რაც კი ვნახეთ ფლორენციაში, ყველგან ოქროს კვალი დაგრჩაო”.
ახლა ისიც რომ გამიმხილოს, მთელი ცხოვრება ლექსებს ვწერო და წამიკითხოს გულისკანკალით. (აქ - გაიცინეთ, ოღონდ ბოლომდე არ დაიხარჯოთ!)
2.
ხიდები ბნელი ტალანებით - გაღმა- გამოღმა სასახლეთა შესაერთებლად, დავითი - შიდა, დავითი - გარე, წვიმაში, ქარში მარტო, მდუმარე, წონასწორობის დასაცავად ფეხით საბჯენზე მიყრდნობილი, ასე მდგომარე, “წავიდეთ მალე, მე დავიღალე!”
მიქელანჯელო, აქ იმდენი მარმარილოა, იმდენი ფერის, ასე მგონია, ადრე, სულ ადრე არსებობდა მარმარილოს ქვეყანა რამე, სადაც დედიკო - მარმარილონი მარმარილო - მამებთან რომ სარეცლობდნენ ვნების ცახცახით, მარმარილოსვე შვილებს აჩენდნენ და სამუშაო არ ელეოდათ მარმარილოს ბებიაქალებს და გადიები მარმარილოს ყმაწვილებს ზრდიდნენ, და დაზრდილები მერე ერთმანეთს ხელებსა და ცხვირებს ამტვრევდნენ და დაიღუპა ის ქვეყანა, კაცთა მოდგმა კი გვიან გაჩნდა და და მიყოლებით, თხრით და ბურღვით ნარჩენებიღა აღმოაჩინა.
რა ამბავია, ხუთასზე მეტი სხვადასხვაგვარი მარმარილო ფერად - ფერადი: რუხი, პორფირი, ეგვიპტური, ლურჯი - წინწკლებით… მაგრამ კარერას მარმარილოს, რაღაც სამეფოდ მოქათქათეს ქვეყნად ვერცერთი მარმარილო ვერ შეედრება. ასე არ არის მიქელანჯელო?! იმ მარმარილოს საბადოებში გადამალულს, გახსოვს, დრო იყო, ქვისმტეხელ მუშად გიმუშავია!

გუშინ იწვიმა ათასნაირად და იმ წვიმაში კიდეც გავცივდი და ჩემს ოქროსფერ ბოტასებსაც დაწებებული პაწაწკინტელა ბრჭყვიალები ისე მოულბა, სადაც გავივლი, დიდი თუ მცირე ბრჭყვიალები გზადაგზა მცვივა. თუ დავიკარგო, ოქროსფერი კვალით მეძებეთ!
3. ეს ბოტასები ოქროსფერი… (არ შემისწოროთ, მრავლობით არ უნდაო, თორემ “ტენის შუზს” დავუძახებ ამერიკულად). ეს ბოტასები - იტალიისთვის შევიძინე, მთლად ოქროსფერი ორი ზომით დიდი ვარჩიე, იქ, ფეხსაცმელის უზარმაზარ მაღაზიაში უცებ პატარა გოგო დამადგა, ფერხორციანი, მოსულელოდ გაღიმებული, რაღაცნაირი, ბავშვთა სახლში გაზრდილივით გულწრფელი და ყველას მორჩილი - გამზრდელთაგან ყველაფერზე ცემით ნაწრთობი:
-ვაუ, შეხედე, რა ბოტასები! ბრჭყვიალა, თვალის მომტაცები, ნამდვილი ოქრო გეგონება, რა ლამაზია!
აღარ მომშორდა. მთელი ცხოვრება სულ ასეთზე ვოცნებობდიო, ხომ მიყიდიო, ხომ დამპირდიო, დამაცადე და ყველა ნატვრას აგისრულებო, აღარ გეყოფა?! კიდევ როდემდე დაგაცადოო?! ესენი უნდა მიყიდოო!
ხედავთ, როგორ გამითამამდა?! სხვა ბოტასებთან შედარებით მაინც და მაინც ძვირიც არ ღირდა და მე ვუყიდე, ჩავახუტე! ნეტა გენახათ, რა ბედნიერი სახე გაუხდა, თვალების ნაცვლად თითქოს ცვილის სანთლები ედგა და ანთებული და დამდნარი სიხარულისგან წითელ ლოყებზე სულ წვეთ-წვეთობით ჩამოსდიოდა. ვინმე უცხოს რომ დაენახა, გაიფიქრებდა, რა ატირებსო. თქმით კი არაფერს არ ეტყოდა, აქაური წესი არ არის!
მე - გამოსულმა მაღაზიიდან, იქ ვიტრინაში საკუთარ თავს მოვკარი თვალი. როგორ და როდის გადავიქეცი რეალურ იმად - ვიღაც ბებერ მანუგეშებლად, პატარა გოგოს წარმოსახვებში რომ დაჰყვებოდა, ან ის პატარა გოგო რა იქნა, რა იშვიათად მეცხადება, წარმოსახვად გადაქცეული!
4. ის როგორ მითხრა?! ჰო, აი ასე:
“სადაც მივედით, რაც კი ვნახეთ ფლორენციაში, შენ - ყველგან ოქროს კვალი დაგრჩაო”. შენ - ყველგან ოქროს კვალი დაგრჩაო” კვალი დაგრჩაო!”
ოსტატს მოელის ქვეყნად სადაც სადმე ლოდია, ოსტატი - არ ჩანს , ახლა ისეთი პერიოდია, გულში კი მიჟღერს ძველებური მე მელოდია: ,,რაც კი ბრჭყვიალებს, ყველაფერი ოქრო როდია!” ნინო დარბაისელი

ოსტატს მოელის ქვეყნად სადაც სადმე ლოდია, ოსტატი - არ ჩანს , ახლა ისეთი პერიოდია, გულში კი მიჟღერს ძველებური მე მელოდია: ,,რაც კი ბრჭყვიალებს, ყველაფერი ოქრო როდია!”
6. ფლორენციული
საბავშვო ბაღი, რაღაც ზეიმი, მთავარი ტექსტი, - მთლად წინა ღამეს - ყელის ტკივილი, ფუჭი მზაობა და უჩემო დღესასწაული!
სკოლა - შეხვედრა მსახიობებთან, მთლად წინა ღამეს - ყელის ტკივილი, ფუჭი მზაობა და უჩემო დღესასწაული!
შეყვარებული. ქალაქგარეთი. მთლად წინა ღამეს - ყელის ტკივილი, ფუჭი მზაობა და უჩემო დღესასწაული.
მეორე დღეა, ნაირნაირი წვიმა მოდის ფლორენციაში.
გიდის ლოდინი. დრო გადის და წადი - უჩემოდ.! აქვე გუმბათი, მიქელანჯელოს კალიათა გალიების მოლანდება ნისლში შორიდან მთლად წინა ღამეს - ყელის ტკივილი, ფუჭი მზაობა და უჩემო დღესასწაული.
როგორ მწყურია, ონკანამდე ისე შორია, ვიცი, არა ვარ ამ მანძილის გადამლახავი და მარტო ვხავი. შენს მოსვლამდე კი არის მთელი მარადისობა!
მარადისობას არასოდეს ორი არ უნდა, მარტოობაა - მისი ველი, მიუწვდომელი.
ფლორენციული მარადისობა: - სიმარტოვეში - გულზე ლახვრის მარადი სობა!
_ - - ფოტოებზე: 1. ხედი ჩვენი სასტუმროს ფანჯრიდან - რომელსაც პირველ დღეს სიცხიანი გავყურებდი - გუმბათი, რომელსაც დატანებული პატარა თაღების გამო მიქელანჯელომ კალიების გალიები (სინამდვილეში - კრიქეთ ქეიჯი” ) დაარქვა. 2. ოცნების ასრულება - მაკიაველის საფლავთან ფლორენციული
საბავშვო ბაღი, რაღაც ზეიმი, მთავარი ტექსტი, - მთლად წინა ღამეს - ყელის ტკივილი, ფუჭი მზაობა და უჩემო დღესასწაული!
სკოლა - შეხვედრა მსახიობებთან, მთლად წინა ღამეს - ყელის ტკივილი, ფუჭი მზაობა და უჩემო დღესასწაული!
შეყვარებული. ქალაქგარეთი. მთლად წინა ღამეს - ყელის ტკივილი, ფუჭი მზაობა და უჩემო დღესასწაული.
მეორე დღეა, ნაირნაირი წვიმა მოდის ფლორენციაში.
გიდის ლოდინი. დრო გადის და წადი - უჩემოდ.! აქვე გუმბათი, მიქელანჯელოს კალიათა გალიების მოლანდება ნისლში შორიდან მთლად წინა ღამეს - ყელის ტკივილი, ფუჭი მზაობა და უჩემო დღესასწაული.
როგორ მწყურია, ონკანამდე ისე შორია, ვიცი, არა ვარ ამ მანძილის გადამლახავი და მარტო ვხავი. შენს მოსვლამდე კი არის მთელი მარადისობა!
მარადისობას არასოდეს ორი არ უნდა, მარტოობაა - მისი ველი, მიუწვდომელი.
ფლორენციული მარადისობა: - სიმარტოვეში - გულზე ლახვრის მარადი სობა!
_ - - ფოტოებზე: 1. ხედი ჩვენი სასტუმროს ფანჯრიდან - რომელსაც პირველ დღეს სიცხიანი გავყურებდი - გუმბათი, რომელსაც დატანებული პატარა თაღების გამო მიქელანჯელომ კალიების გალიები (სინამდვილეში - კრიქეთ ქეიჯი” ) დაარქვა. 2. ოცნების ასრულება - მაკიაველის საფლავთან
5. ლექსები
ნინო დარბაისელს
ხელოვნება არ ყარს!
(“Pecunia non olet” (ლათ.) - ფული არ ყარს. ვესპასიანემ (69-79) ტუალეტების გადასახადით ოქროს ქანდაკება გააკეთებინა. იგონებენ, გალაკტიონს ახლოს ვერ დაუდგებოდი,ისე ყარდაო, ყარდა გრანელიც; დიკინსონის ოთახიც - ჩალოგინებული დედის ფეკალიების სუნად; ყარდა თვით მიქელანჯელო!)
** ოღონდ თუკი ნამდვილია, ირჩევს გზაგასაყარს, არა - ნატკეპნ გზას მიჰყვება, სხვათა ნალაყლაყარს, თუკი ფორმას მყარს ანიჭებს ჭირს, თავგადანაყარს, თავზე ჭერიც არ ეხუროს, ძონძი ეცვას საპყარს, საღი ლუკმა მოენატროს, ჭამდეს გადანაყარს, დრო წაიღებს იმის სხეულს, ცად ახვედრებს მაყარს, ხელოვანი კიდეც ყარდეს, ხელოვნება - არ ყარს!
ლექსები

4. #ლექსები Bella Chekurishvili
ნინო დარბაისელი
მუზეუმგარეთ (ბელა ჩეკურიშვილს)
მუზეუმში თუ მუზეუმგარეთ მიყვარს შიშველი ფიგურების თვალიერება.
ვიცი, რომ ჩემი შენ ყველაზე უკეთ გესმის, მიქელანჯელო! შენ ქანდაკების და ზოგადად, ადამიანის ანუ მოკვდავთა და უკვდავთა გაშიშვლება რენესანსული, კადნიერი თავისუფლებით არ დაგიწყია, ძველ ტრადიციას ერთგულად მიჰყევ.
იქ კი - უძველეს ანტიკაში ჭაბუკი, ბიჭი მუდამ ბოლომდე შიშველია, მისი სხეული - სრულყოფილად სიჯანსაღეს, დაკუნთულობას მიესწრაფვის, კუტუც მოუჩანს, როგორც რამე, ფშატის კუნწულა. ასე ვლინდება იდეალი მშვენიერების!
ქვაში მსუნთქავი ქალღმერთები კი - ქალღმერთობენ ამ გაგებითაც, რომ შეუძლიათ, იყვნენ შიშველნიც და გულდაგულ შემოსილნიც, ანდა ნახევრადშემოსილები! ქალღმერთთა ტოლნიც ამ წესს მისდევენ,- ცხვირწამტვრეულნიც ქალღმერთობენ მარმარილოში.
ხელი შეახეთ მარმარილოს ისე უჩუმრად, მეთვალყურემ არ დაგინახოთ, ახლა სხვა ქვაზე გადადით და რა შეამჩნიეთ? ხედავთ? - თბილია, სხვა ქვებისაგან განსხვავებით, მთლად სხეულივით ვერა, მაგრამ მაინც თბილია!
აი, ქალწულიც! ტრადიციულად, - ანტიკაში ვინმე ქალწული არასოდეს არის შიშველი, შიშველ ქალწულებს - გვიანდელნი ეხარბებიან.
და გათხრებისას რაღაც სხეულის რამე ნამტვრევს თუ იპოვნიან, ხშირად სიშიშვლე-არსიშიშვლე, ერთადერთია, რომ დაადგინონ, ვის ეკუთვნოდა, ვისი სხეულის ნაწილი იყო, როგორი იყო მისი რაობა.
და არა მხოლოდ მუზეუმში, მუზეუმგარეთ, ყოველდროს, ყველგან მიყვარს შიშველი სხეულების თვალიერება! #ლექსები Bella Chekurishvili
ნინო დარბაისელი
მუზეუმგარეთ (ბელა ჩეკურიშვილს)
მუზეუმში თუ მუზეუმგარეთ მიყვარს შიშველი ფიგურების თვალიერება.
ვიცი, რომ ჩემი შენ ყველაზე უკეთ გესმის, მიქელანჯელო! შენ ქანდაკების და ზოგადად, ადამიანის ანუ მოკვდავთა და უკვდავთა გაშიშვლება რენესანსული, კადნიერი თავისუფლებით არ დაგიწყია, ძველ ტრადიციას ერთგულად მიჰყევ.
იქ კი - უძველეს ანტიკაში ჭაბუკი, ბიჭი მუდამ ბოლომდე შიშველია, მისი სხეული - სრულყოფილად სიჯანსაღეს, დაკუნთულობას მიესწრაფვის, კუტუც მოუჩანს, როგორც რამე, ფშატის კუნწულა. ასე ვლინდება იდეალი მშვენიერების!
ქვაში მსუნთქავი ქალღმერთები კი - ქალღმერთობენ ამ გაგებითაც, რომ შეუძლიათ, იყვნენ შიშველნიც და გულდაგულ შემოსილნიც, ანდა ნახევრადშემოსილები! ქალღმერთთა ტოლნიც ამ წესს მისდევენ,- ცხვირწამტვრეულნიც ქალღმერთობენ მარმარილოში.
ხელი შეახეთ მარმარილოს ისე უჩუმრად, მეთვალყურემ არ დაგინახოთ, ახლა სხვა ქვაზე გადადით და რა შეამჩნიეთ? ხედავთ? - თბილია, სხვა ქვებისაგან განსხვავებით, მთლად სხეულივით ვერა, მაგრამ მაინც თბილია!
აი, ქალწულიც! ტრადიციულად, - ანტიკაში ვინმე ქალწული არასოდეს არის შიშველი, შიშველ ქალწულებს - გვიანდელნი ეხარბებიან.
და გათხრებისას რაღაც სხეულის რამე ნამტვრევს თუ იპოვნიან, ხშირად სიშიშვლე-არსიშიშვლე, ერთადერთია, რომ დაადგინონ, ვის ეკუთვნოდა, ვისი სხეულის ნაწილი იყო, როგორი იყო მისი რაობა.
და არა მხოლოდ მუზეუმში, მუზეუმგარეთ, ყოველდროს, ყველგან მიყვარს შიშველი სხეულების თვალიერება!
3. ნინო დარბაისელი
მიქელანჯელო
მეორედ მოსვლისას მე ვინღა აღმადგენს, რატომღა ვწვალობ და ვირჯები რაღამდენს.
შენ ბუანაროტო, რატომ გამიმხილე ღმერთის საიდუმლო, თვალითაც ვიხილე,
რომ თუკი აღვსდგებით ჩვენივე სხეულით, გაგვძვრება ეს ტანი, სულზე მოხვეული
და დაგვიბრუნდება ის ერთი იერი, როდესაც ვიყავით მართლა მშვენიერი,
მართლა ბედნიერი, მამაცი, ძლიერი, მართლა ახალგაზრდა და არა - ხნიერი.
ვინ - ღვინით მათრობდა, ვინ- სიტყვით, ვინ - ყავით, ვფიქრობ და არ მახსოვს, როდისღა ვიყავი
ფხიზლად ბედნიერი, რომ თავი მახსოვდეს, წარსულის ხსენება სირმებს რომ მაქსოვდეს.
უნდა გადავხედო შინაურ ალბომებს, რამეს გამახსენებს, რამეს მომანდომებს,
მაგრამ ტყუილია ძიება ყოველი, წარსულ ძველმანებში განა რას მოველი.
ვიპოვე სხეული !(უცებ გამეცინა) - როცა ახალშობილს გამძღარს ჩამეძინა.
უფლის საჩუქარო ან იქნებ სასჯელო ღვთიურო, ვირივით ნიადაგ გამრჯელო, უკვდავო, ნეტარო ტანჯულო, მტანჯველო, შენ მიქელანჯელო, შენ მიქელანჯელო!
- - -
ფოტოზე: მიქელანჯელო, სიქსტის კაპელა, დეტალი.

2. მადლობა , მუხა! ეს ლექსი მესამეა მიქელანჯელოზე და ჩემს “რომაულ ციკლს” მიეკუთვნება.
სამივე ლექსი დევს აქ. ეს დასამთავრებელი მქონდა და რაკი მისი დღე იყო, დავამთავრე და დავდე. ლექსები ინსპირირებულია ჯორჯო ვაზარის წიგნით. (Lives of the Most Excellent Painters, Sculptors, and Architects) ჩანაფიქრით, ეს ლექსები ქმნიან რა ერთიან კონტექსტს, ერთმანეთს ხსნიან.
რატომ მასკარადი? გაიხსენე, რომ სიქსტეს კაპელა რომ მოხარა, საშინელი სამსჯავრო მაშინ არ დაუხატავს, 24 წლის მერე მიუბრუნდა. იქ გამოსახული ჰყავს საკუთარი თავი, უფრო ზუსტად - კანგახდილი, ასე ვთქვათ მიწიერნიღაბგაცლილი საკუთარი თავი . ამაზეა ერთ- ერთი ლექსი. მოვძებნი და ლინკს დაგიდებ, თუ ვნახე ახლა. მადლობა , მუხა! ეს ლექსი მესამეა მიქელანჯელოზე და ჩემს “რომაულ ციკლს” მიეკუთვნება.
სამივე ლექსი დევს აქ. ეს დასამთავრებელი მქონდა და რაკი მისი დღე იყო, დავამთავრე და დავდე. ლექსები ინსპირირებულია ჯორჯო ვაზარის წიგნით. (Lives of the Most Excellent Painters, Sculptors, and Architects) ჩანაფიქრით, ეს ლექსები ქმნიან რა ერთიან კონტექსტს, ერთმანეთს ხსნიან.
რატომ მასკარადი? გაიხსენე, რომ სიქსტეს კაპელა რომ მოხარა, საშინელი სამსჯავრო მაშინ არ დაუხატავს, 24 წლის მერე მიუბრუნდა. იქ გამოსახული ჰყავს საკუთარი თავი, უფრო ზუსტად - კანგახდილი, ასე ვთქვათ მიწიერნიღაბგაცლილი საკუთარი თავი . ამაზეა ერთ- ერთი ლექსი. მოვძებნი და ლინკს დაგიდებ, თუ ვნახე ახლა.
1. წავიკითხე ეს ლექსი ორჯერ და უცნაურობა დამეუფლა. წავიკითხე ეს ლექსი ორჯერ და უცნაურობა დამეუფლა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|