ცისფერი მოსასხამი გქონდა, ცისფერი-ძალზე ბევრი ღილით, მაშინ ჩვენც რა საქმე გვქონდა ვისხედით დილიდან და ვთვლიდით, ხან შენ გეშლებოდა თვლა და ხან მე შენი მზერით დამთვრალს ისე მერეოდა თავ-გზა... ჰა, ჰა... როგორ ვიბნეოდით მართლა... ცხოვრებამ თავისი ქნა მერე სხვაგვარ "თამაშებში" ჩაგვრთო, სხივი გაუხუნდათ ფერებს, წლებმა ის ბავშვობა დათმო, ცისფერი მოსასხამიც გაცვდა ცისფერი-ონავრულად თბილი... გახსოვს?-ის პირველი განცდა... პირველად აწყვეტილი ღილი?..