ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
25 თებერვალი, 2025


Марина Цветаева - Розовая юность

მარინა ცვეტაევა - ვარდისფერი სიჭაბუკე

ვარდისფერი სახეებით მომღიმარნი,
ციცაბო კლდის განაპირას ბნელში ვდგავართ,
გადაწვავდა  ციალება მოსისხარი
პირველივე გადამწყვეტი ნიშნით ცარგვალს

და უფსკრული ჩაყლაპავდა ქარაფს, ვგონებ,
პირველივე გადამწყვეტი რაკარუკით...
- მაგრამ, ნეტავ გაცოდინათ მკლავთა ღონე
რა სუსტია ვარდისფერი სიჭაბუკის.

25 თებერვალი, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, 2025 წ.


Марина Цветаева - Розовая юность

С улыбкой на розовых лицах
Стоим у скалы мы во мраке.
Сгорело бы небо в зарницах
При первом решительном знаке,

И рухнула в бездну скала бы
При первом решительном стуке…
— Но, если б вы знали, как слабы
У розовой юности руки.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები