ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარ
ჟანრი: თარგმანი
25 თებერვალი, 2025


Марина Цветаева - Та ж молодость, и те же дыры

მარინა ცვეტაევა - კვლავ ის სიყრმე...

კვლავ ის სიყრმე, ცეცხლის პირას
ღამეული იდილია,
ჩემი ღვთაებრივი ლირა
მაგ გიტარის დობილია.

ჩვენ ერთი გვაქვს მოწოდება:
სულთა შინა ვქროდეთ ქარტლად,
სულთა ქურდო! ეს წოდება
აკვანშივე დამენათლა!

როცა ჯავრით ხელი გითრთის,
დღეთა ჯანღში არ ხარ მარტო,
განშორების ბოშურ სითხით
ნორჩ თავადებს ვინაც ათრობს;

განა მარტო შენ შესცქერი
ბებუთს სისხლში ტანჯვის გრძნობით,
დად გეკუთვნი კიდევ ერთი,
დიად სიმდაბლეში ტრფობის.

25 თებერვალი, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, 2025 წ.

ქარტლი - ქარბორბალა, სიფონი


Марина Цветаева - Та ж молодость, и те же дыры

Та ж молодость, и те же дыры,
И те же ночи у костра…
Моя божественная лира
С твоей гитарою — сестра.

Нам дар один на долю выпал:
Кружить по душам, как метель.
— Грабительница душ! — Сей титул
И мне опущен в колыбель!

В тоске заламывая руки,
Знай: не одна в тумане дней
Цыганским варевом разлуки
Дурманишь молодых князей.

Знай: не одна на ножик вострый
Глядишь с томлением в крови, —
Знай, что еще одна… — Что сестры
В великой низости любви.

<Mapт 1920>

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები