ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2025


წყევლა პაციფისტური

#ლექსები
ნინო დარბაისელი

წყევლა პაციფისტური
(ვაჟა- ფშაველას მოტივებზე)

წყეულიმც იყოს უკუნისით უკუნისამდე,
ვინც მხოლოდ ითვლის სტატისტიკისთვის გარდაცვლილს ამდენს,
ვინც  ითვლის მხოლოდ ნანგრევებს და სხვაფრივ ყბედია
და კადრთა შორის ეფექტურებს  ურჩევს მედიას;
ვინც კი  აგრესორს  ემსახურა, ახლა  - ენით გმობს,
ვინც სისხლში სვრის და ვინც  იმეტებს  ერს არგასაქრობს,
ვინც ვითომ იცავს არგასაცემს და არ დასათმობს,
ვინც ომის ქარცეცხლს ეფიცხება და ხელებს ითბობს.
ვინც ანგრევს იმას, რასაც უნდა მკერდით იცავდეს,
წყეულიმც იყოს  უკუნისით უკუნისამდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები