მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
დიოტიმა
ჟანრი: თარგმანი
3 მარტი, 2025
ვყოფილვართ ოთხნი - ანა ახმატოვა
ანა ახმატოვა
ვყოფილვართ ოთხნი
და გავერიდე აქ უკვე ყველას,
დავთმე სიკეთე ამსოფლიური.
“ამა ადგილის” სულად მფარველად
ქცეულა მხოლოდ კუნძი ტყიური.
სიცოცხლეს ვყავართ ოდნავ სტუმრებად,
სიცოცხლე - ჩვევის ყოფილა ნება.
ციური გზებით შემომესმება
ორი ხმის შორი შეხმიანება.
ორისა? კიდევ აღმოსავლეთით,
სად მოდებულა კედელთან ჟოლო,
ბნელი ტოტი ჩანს შავკენკრის ერთი…
მარინასია - წერილი ბოლო.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Анна Ахматова – Нас четверо
И отступилась я здесь от всего,
От земного всякого блага.
Духом, хранителем «места сего»
Стала лесная коряга.
Все мы немного у жизни в гостях,
Жить — этот только привычка.
Чудится мне на воздушных путях
Двух голосов перекличка.
Двух? А еще у восточной стены,
В зарослях крепкой малины,
Темная, свежая ветвь бузины…
Это — письмо от Марины.
1961 г.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
შესანიშნავი თარგმანი.
შესანიშნავი თარგმანი.
მუხა.
2025-03-03 20:38:31
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
04.11.2026 05:26:01