 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 4 მარტი, 2025 |
ყვავილების შეკვრით ბიჭი იდგა ბაღში, იდგა... ვამბობ, თუმცა წრიალებდა ბავშვი, ბავშვი ჰო, ჰო ჩვიდმეტს მიღწეული არცკი კანკალებდა, თრთოდა მოლოდინი მასში. გამვლელების მზერაც თბილი იყო როგორ... როგორც ბედისწერა მოდიოდა გოგო... ... გალეული წლები შემებრალა იმ დღეს... არეული გზები, ჩატეხილი კიბე... ... იმ, ჩვენს ბაღში მერეც თუ ყოფილხარ ნეტავ?.. ქოხს შებჯენილ ძელზე წყალი ისევ წვეთავს? ისევ ადგილზე დგას ჩვენი მწვანე სკამი? იქნებ დაძველდა და მოერია ქარი. ეზოს კვლავ თუ აკრავს ნარცისების ხიბლი? თუ ისევე ცეკვავს საღამოსკენ ნისლი? ჩვენი ტყემლის ჩრდილი?.. -გაიზარდა ალბათ... და ოცნება ტკბილი ჩრდილის ქვეშ რომ დაგვრჩა?.. ... ყვავილების შეკვრით ბიჭი ბილიკს ჭრიდა, მოდიოდა გოგოც სიყვარული ჭირდა!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|