| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 16 მარტი, 2025 |
ვიდრე სახლს ააგებს, ჩიტსაც კი სცოდნია, სიმყარე ტოტის და ამინდის მობერვის, თევზი წყალს, ქვირითს სწორედ იქ ენდობა, სადაც ნაკლებია, ტორტმანი მორევის.
მე კი ჩემებურად გავზომე სამყარო, მწყუროდა და წყალი სხვას გავუწილადე , მჯეროდა სიკეთის უკვდავი რითმების, მჯეროდა , მთებს ძრავდა, ცხოვრების სიმართლე.
და შევცდი, რამდენი შემცდარა ამგვარად… და ვნანობ, ეს გრძნობაც არ არის ახალი. ნდობაში სწორედაც ! არ ხდება სხვაგვარად, დრო არის ავისხა დაყრილი ფარ-ხმალი.
ვიდრე სახლს ააგებს, ჩიტსაც კი სცოდნია... სიმართლე დაჯაბნა , სურვილმა სიკეთის , ლუცუფერს, რომელსაც წვერები დავვარცხნე, წარწყმენდის სიმღერას, თვით სულში მიმღერის.
შევცდი, ჩემებურად გავზომე სამყარო. ვაშენე სახლი და სხვას გავუწილადე, მჯეროდა სიკეთის უკვდავი რითმების, მჯეროდა , მთებს ძრავდა , ცხოვრების სიმართლე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "ერთი სიცოცხლე კაცს ჰყოფნის მხოლოდ იმისათვის,რომ ბოლოს გაიგოს, თუ როგორ უნდა დაეწყო ცხოვრება და წარემართა ის... მეორე კი, სამწუხაროდ აღარ არის". "ერთი სიცოცხლე კაცს ჰყოფნის მხოლოდ იმისათვის,რომ ბოლოს გაიგოს, თუ როგორ უნდა დაეწყო ცხოვრება და წარემართა ის... მეორე კი, სამწუხაროდ აღარ არის".
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|