ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2025


ავსიზმრეული. კატა


ნინო დარბაისელი
ავსიზმრეული. კატა
(ახალი “ქართლის ჭირიდან”)

ეს მერამდენედ!-  ქართველნი ძმათამკვლელ ომში ჩაებნენ!
მხარდამჭერი გვყავს უცხოო, ცალ- ცალკე  გაიხარეს,
ერთმანეთს “მტერო”  უძახეს, თავგამეტებით შაიბნენ,
ისევ ვერ მიხვდნენ საწყლები, დარდი დარდს მიემატა.
ორივე მხარემ იბრიყვა და ენა არატრატა.
ორივე მხარე - ეხარბა სხვის ლუკმას გულეჭვიანი,
ეგონა თავი მოძმეზე  გონიერი და ჭკვიანი,
ორივეს ქვეყნის სიკეთე - ზედ გულზე დაეხატა…
გაქეზებულნი ერთმანეთს
ეძგერნენ თავგამეტებით,
კოქტეილებით, კეტებით,  ქედი არ მოიხარეს.
ორივე მხარეს აქებდა მისი “გარე და კეთილი”
ჭკუა არ ეყოთ, გაეგოთ, მეასედ ეს გაკვეთილი,
მტერი რომ ამარაგებდა თურმე ორივე მხარეს.
და საბოლოოდ  რა შერჩათ? -  კატა განცხრომით მჯდომარე,
თაგვებმა აქეთ-იქიდან,  ცალკე რომ გამოთხარეს!

გამოსავალი სადაა?!
…არ ვიცი გამოსავალი,
ვისი დაგვედო რა ვალი!-
-ვკითხულობ თვალებსველი.
“ქართლის ცხოვრებას” ვიგონებ,
ველნი რომ დაეფარნა ვაზს,
წვიმას, ქვაბულს და ფარნავაზს…
ძველი ამბების გამგონე -
ისევ სასწაულს ველი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები